dsmotors.ge

N8 კუმშვადობა და მძიმე მეტალები

 

 


 FERODO -ს  გამძლეობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია კიდევ ერთხელ

 


თუ თქვენ მართავთ  სატვირთო ავტომობილების პარკს ან მათ არემონტებთ, მაშინ თქვენს ერთ-ერთ ძირითად საზრუნავს წარმოადგენს მათი მუშა მდგომარეობაში შენახვა, ავარიების თავიდან აცილება და მათი გაჩერება. ხარისხი და სამუხრუჭე სისტემის საექსპლუატაციო მახასიათებლები-ეს არის ძირითადი მოთხოვნები ამ  საკითხების გადასაჭრელად.

 


სტაბილური კუმშვადობა ხახუნის დროს - ეს არის სამუხრუჭე ხუნდის ხარისხის ყველაზე  მნიშვნელოვანი მაჩვენებელი

 


სამუხრუჭე ხუნდის ფრიქციული მასალის კუმშვადობა გარკვეულ საზღვრებში უნდა ექცეოდეს. მასალა უნდა იყოს საკმარისად მტკიცე, იმისათვის რომ უზრუნველყოს სატერფულების კარგი პასუხი, მინიმალური ცვეთა, ენერგიის ეფექტური გადაცემა ხუნდებიდან დისკზე. ამასთანავე ის უნდა იყოს საკმარისად ელასტიკური, იმისათვის რომ უზრუნველყოს ხახუნის კოეფიციენტი დისკების განსხვავებულ ზედაპირებზე. ამ მოთხოვნების შესრულება წარმოადგენს  საწარმოო პროცესის ხარისხის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელს.
იდეალში ფრიქციული მასალის კუმშვადობა უნდა იყოს მუდმივი მთელს ხუნდზე. ამიტომ, რაც უფრო ნაკლებად იცვლება კუმშვადობის მაჩვენებელი, მით უფრო მტკიცე, უსაფრთხო და ხარისხიანია მასალა. კუმშვადობის ცვალებადობა განისაზღვრება მრავალი ფაქტორით, მათ შორის:

  •    იმ ნედლეულის ინგრედიენტების ხარისხი, რომლებიც გამოიყენება ფრიქციული მასალის ნარევის შესადგენად.
  •     ფრიქციული მასალის შერევის მეთოდი
  •     წნეხის პროცესის ხარისხი და თანმიმდევრობა 
  •     ვულკანიზაციის პროცესის დროს ფორიანობის მინიმალური ხარისხი
  •     ბზარები ფრიქციულ მასალაში
  •     თერმო წნეხით დაწებების პროცესი ფრიქციულ მასალასა და საყრდენ ფირფიტას შორის

 

დამატებითი ინფორმაცია

 


პირდაპირი ურთიერთკავშირი ტექნიკური მომსახურების მოთხოვნებსა და ავარიის პოტენციურ ალბათობას შორის
 

 

ფრიქციული მასალის კუმშვადობის მნიშვნელოვანი ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს სამუხრუჭე სისტემის გადამეტებულმა ცვეთამ.  ამან ასევე შეიძლება გააუარესოს საექსპლუატაციო მახასიათებლები და დამუხრუჭების მდგრადობა. ერთმაც და მეორემაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს მომსახურების სერვისს ინტერვალები, ხოლო საექსპლუატაციო თვისებების და  სტაბილურობის გაუარესება შეიძლება წარმოადგენდეს საშიშროებას მძღოლის უსაფრთხოებისათვის.

 


FERODO-ს ხუნდებს აქვთ კუმშვადობის სტაბილურობის ყველაზე  მაღალი მაჩვენებლები

 


ჩვენ FERODO-ს ხუნდების კუმშვადობა შევადარეთ კონკურენტების ხუნდების კუმშვადობას ფრიქციული მასალის სხვადასხვა ნაწილში გაზომვით. ცხრილში მოყვანილია  დიაპაზონი კუმშვადობის მინიმალურ და მაქსიმალურ მაჩვენებლებს შორის


ცდა არასტაბილურობაზე

 

მასალა    

 

Ferodo FER 4550

კონკ.1

კონკ.2

კონკ.3

კონკ.4

კუმშვადობის მაჩვენებელი (5МПа) საშუალო 66 ( µм) საშუალო 131 163 141 92 66
დიაპაზონი მინ/მაქს. 111–157 131–206 106–183 78–113 54–82
  ცვალებადობის მაჩვენებელი 0.35 0.46 0.54 0.38 0.42
კუმშვადობის მაჩვენებელი (8Мпа)    [iJm] 200 233 218 127 101
დიაპაზონი მინ/მაქს. 171–231 196–285 169–276 111–154 85–118
  ცვალობადობის მაჩვენებელი 0.30 0.38 0.49 0.33 0.32

 

დამატებითი ინფორმაცია

 

 


FERODO  ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და გარემოზე

 


Ferodo-ში ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მძიმე  და ტოქსიკური მეტალები მნიშნელოვან ზემოქმედებას ახდენენ იმ პერსონალის უსაფრთხოებაზე, რომლებიც მუშაობენ სარემონტო  სახელოსნოებში და ამონტაჟებენ აღჭურვილობებს, რომ არ ვილაპარაკოთ გარემოს სერიოზულ დაბინძურებაზე.