dsmotors.ge

N 2 ხმაური  

 

 


დაამონტაჟეთ FERODO. მოიშორეთ ხმაური

 

 


მუხრუჭების მუშაობის დროს ხმაური შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს. ის ხელს უშლის ავტომობილის მართვას, იწვევს შფოთვას მუხრუჭების სამუშაო მდგომარეობაზე. 


70 დბ(დეციბელი)- ხმაურის სტანდარტული დონე ავტომობილის მართვისას, ასეთი დონე არ არის გამაღიზიანებელი ან მაღალი და ადამიანთა უმრავლესობა მათ ვერ ამჩნევს. 85 დბ- უკვე საკმაოდ მაღალია. თუ ასეთი დონის ხმაური მუდმივია, მან შეიძლება გამოიწვიოს დაფის აფსკის დაზიანებები. 105 დბ ეს ნამდვილად მაღალი ხმაურია, რომელიც შეიძლება შევადაროთ თქვენს ავტომობილში უცაბედად ჩართული გამაფრთხილებელი სიგნალის გამჭოლ ხმას.


 

რატომ მაინცდამაინც ასეთ ზღვრულ მნიშვნელობები?

 

 


უსაფრთხოების მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ მძღოლს შეუქმნან მთლიანი კომფორტი, ყველა ავტომწარმოებელი ადგენს  ხმაური დონის გარკვეულ საზღვრებს. რეალურად ასეთი ზღვრული მნიშვნელობები განისაზღვრება იმ ერთეულთა რაოდენობით, რომელზეც მისაღები ხარისხის მუხრუჭმა შეიძლება გამოუშვას გარკვეული სიძლიერის გამჭოლი ხმა.
განვიხილოთ ორივე დიაგრამა. ვერტიკალურ ხაზზე ნაჩვენებია 70დბ ან 85 დბ ხმაურით მუხრუჭების მუშაობის   ერთეულთა საერთო რაოდენობის პროცენტი (დიაგრამა 2).წითელი ხაზებით ნაჩვენებია   ავტო მწარმოებლის მიერ   დადგენილი   ზღვრული მნიშვნელობები         (ორიგინალი სათადარიგო ნაწილების მწარმოებლის სტანდარტი ხმაურის გაჩენაზე). მაშასადამე, თუ მუხრუჭის მუშაობის დროს ხმაური შედგენს 70დბ, მაშინ ასეთი მუხრუჭები მისაღები ხარისხისაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი  70 დბ სიძლიერის ხმაურს  ან 100 დამუხრუჭებაზე არა უმეტეს 10 ხმაურს უშვებენ. 85 დბ სიძლიერის ხმაური შეიძლება წარმოიქმნას მხოლოდ მუხრუჭების 1,4%-ში.

 

 

 

FERODO-ს მუხრუჭები ყველაზე ჩუმია

 

 


მოდით შევხედოთ დიაგრამებს კიდევ ერთხელ და შევადაროთ  Ferodo კონკურენტ პროდუქციას. ნათელია, რომ როდესაც ვამბობთ ვაწარმოებთ „ ჩუმ მუხრუჭებს “, ჩვენ ნამდვილად ამას ვგულისხმობთ. ხმაურის დონე ჩვენი მუხრუჭების მუშაობისას ყოველთვის და  მთლიანად დაბალია იმ ხმაურზე, რომელსაც ავტომობილთა მწარმოებლები ადგენენ. თუ შევხედავთ დიაგრამა 2, გასაგები გახდება, რომ Ferodo-ს მუხრუჭების გარდა, ხარისხის თვალსაზრისით ბაზარზე  ყველაზე კარგად რეკომენდებულ სავაჭრო ნიშნებსაც კი არ შეუძლიათ უზრუნველყონ ხმაურის მოთხოვნილი ზღვარი მითითებულ დიაპაზონში.

 

 

ცდების პარამეტრები:

 

•    ცდის ჩატარება:SAE J2521: Disc and Drum Brake
•    Dynamometer Noise Matrix
•    საერთაშორისო სტანდარტი მსუბუქი ავტომობილებისათვის
•    შეიცავს მონაცემებს კრიტიკულ აეროდინამიულ მუხუჭებზე და რეალურ გასაჩერებელ მუხრუჭებზე
•    გამოყენებული საცდელი სტენდი: Ford Focus FN3-57 მუხრუჭის სუპორტით