dsmotors.ge

Ferodo-ს დახმარებით აკონტროლეთ მოძრაობა

 


იცოდეთ, რას შეიძლება ელოდოთ მუხრუჭებისგან

 


როდესმე გიმართავთ მუხრუჭის სატერფულის ცუდი პასუხის მქონე ავტომობილი? როგორც წესი, ავტომობილის გასაჩერებლად საჭიროა სატერფულზე მხოლოდ მცირედი შეხება, ხოლო ზემოთ ნახსენები ავტომობილის შემთხვევაში მსგავსი შედეგის მისაღწევად გჭირდებოდათ სატერფულზე ბოლომდე დაჭერა. ავტომობილზე არასაკმარისი კონტროლი ხანდახან შემაშფოთებელია. თუმცა არსებობს კარგი სიახლეც: მუხრუჭების ასეთი არაპროგნოზირებადი მუშაობა წარსულს ჩაბარდება როგორც კი დააყენებთ Ferodo-ს მუხრუჭებს. რატომ ვართ ასე დარწმუნებულები? ყველაფერი მარტივია. Ferodo-ს მუხრუჭების გამოყენებისას სატერფულების პასუხის ტესტირება ხდებოდა მრავალი სხვა ცნობილი მარკის - მომწოდებლებიდან დაწყებული ავტო მწარმოებლებით და მეორადი ბაზრისათვის სათადარიგო ნაწილებზე სპეციალიზირებული საწარმოებით დამთავრებული, მუხრუჭების ანალოგიური პარამეტრებთან შედარებით. ჩვენ კონკურენტებს ვამარცხებთ Ferodo-ს სამუხრუჭე ხუნდების უსაფრთხო და სტაბილური მუშაობის ისევ და ისევ დამტკიცებით.


რა არის სატერფულების პასუხი? როგორ  დაგეხმარებათ სატერფულების მუდმივი პასუხი?

 


სატერფულები პასუხი განისაზღვრება ორი ფაქტორით: სატერფულზე დაჭერის ძალით და სატერფულის სვლით.
სატერფულზე დაჭერის ძალა-, ეს არის ძალა, რომელის გამოყენება  მუხრუჭის სატერფულზე აუცილებელია, იმისათვის რომ მოხდეს  მოძრაობის შენელება. სატერფულის სვლაში ჩვენ ვგულისხმობთ იმ ფაქტიურ მანძილს, რომელიც უნდა გაიაროს მუხრუჭის სატერფულმა, იმისათვის რომ მოხდეს მუხრუჭების აქტივაცია.
იმ ავტომობილებისგან, რომელთაც არ აქვთ მკაფიო სატერფულის პასუხი, არასოდეს იცით რას უნდა ელოდოთ დამუხრუჭებისას. გზაზე თქვენ მთლიანად ვერ აკონტროლებთ ავტომობილს, ამან კი შეიძლება სახიფათო სიტუაციამდე მიგიყვანოთ. მუხრუჭების უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის, აუცილებელია სატერფულების პასუხი იყოს მუდმივი.
თქვენ გჭირდებათ არა მხოლოდ გაჩერების შესაძლებლობა, არამედ უნდა იყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ სატერფულზე თითოეული დაჭერისას უნდა გამოიყენოთ ზუსტად ისეთივე ძალა და დააჭიროთ სატერფულს ზუსტად ისეთივე მანძილზე. Ferodo კი სწორედ ამას უზრუნველყოფს: შესანიშნავი ეფექტურობა და კარგი სტაბილურობის გარანტია. უბრალოდ შეხედეთ გრაფიკებს.


ტესტი


სატერფულზე დაჭერის ძალის და სატერფულის სვლის მუდმივობა  ტესტირებულ იქნა სიჩქარის ერთ დიაპაზონში, ასევე შედარებულ იქნა სიჩქარის სხვადასხვა დიაპაზონში. ამისათვის მუხრუჭები აამუშავეს 3-ჯერ 4 სხვადასხვა სიჩქარეზე- სულ 12-ჯერ- მუდმივი შენელებით 0,3 გ სიჩქარის ყველა დიაპაზონში.

 

დასკვნები


ცდებმა აჩვენა, რომ Ferodo-ს მუხრუჭები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სტაბილურია და მათ საიმედოობაში სრულად გარწმუნებთ. გარდა ამისა, ადრე ჩატარებულმა ტესტებმა დაამტკიცეს, რომ Ferodo  დამუხრუჭებისას უზრუნველყოფს ყველაზე პატარა გასაჩერებელ მანძილს და ხმაურის ყველაზე დაბალ დონეს. შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ Ferodo-სთან ერთად მთლიანად აკონტროლებთ სიტუაციას.

 

 

სატერფულზე დაჭერის ძალა

 


 

კონკურენტი მარკების მუხრუჭებზე ცდებმა ეფექტური დამუხრუჭებისათვის საჭირო სატერფულზე დაჭერის ძალის ძლიერ გაფანტული შედეგები.

FERODO: სატერფულზე დაჭერის ძალის  მინ/მაქს. შორის სხვაობა.


 

სატერფულზე დაჭერის ძალის მაქსიმალური ცვლილება

 


Ferodo-ს სამუხრუჭე ხუნდებზე ცდები ნათლად აჩვენებს სატერფულზე აუცილებელი დაჭერის ძალის მინიმალურ ცვლილებას, რაც ამტკიცებს მუშაობის მაღალ სტაბილურობას სიჩქარის სხვადასხვა დიაპაზონში.


 

სატერფულების სვლა

 

 


სურათზე ნაჩვენებია  მუხრუჭის სატერფულის გადანაცვლების მანძილი(მმ-ში) თითოეული დამუხრუჭებისას ერთი და იგივე შენელებით 0.3g.
FERODO: სატერფულის სვლის მინ/მაქს. შორის სხვაობა


 

სატერფულების ცვლის მაქსიმალური ცვლილება

 


Ferodo ისევ და ისევ იტოვებს კონკურენტებს უკან და ახდენს სამუხრუჭე სისტემის მუშაობის უმაღლესი სტაბილურობის დემონსტრირებას სხვადასხვა სიჩქარეებზე: ცვლილება აღმოჩნდა პრაქტიკულად შეუმჩნეველი-სულ რაღაც 2 მმ!