dsmotors.ge

N7  პარკირების მუხრუჭი 

 


FERODO:: პარკირების მუხრუჭი– კონტროლირდება


როდესმე დაგიპარკირებიათ ავტომობილი ფერდობზე და გიფიქრიათ, ხომ არ დაგორდება? ეს კითხვა შეიძლება მოგეჩვენოთ უცნაურად, მაგრამ ამის ალბათობა არსებობს. უბრალოდ შეხედეთ Ferodo -ს კონკურენტთა პროდუქციასთან შესადარებელი ბოლო ცდის შედეგებს. შეიძლება თქვენ დაფიქრდეთ, თუ როგორი სამუხრუჭე ხუნდები უნდა აირჩიოთ.

 


FERODO–ს შედარება კონკურენტებთან ამტკიცებს ჩვენს დაპირებებს

 


 Ferodo-ში ჩვენ რეგულარულად ვატარებთ ჩვენი პროდუქციის კონკურენტების პროდუქციასთან შესადარებელ ცდებს. ცდებიდან თითოეული ფოკუსირდება სხვადასხვა თვისებაზე: სამუხრუჭე მანძილი სველ და მშრალ ზედაპირზე, ავარიული დამუხრუჭება, ავტომობილის აგრეგატების წყლის მიმართ მდგრადობა, ხმაური, მუხრუჭების სატერფულების ინფორმატიულობა, გამძლეობა. აქ წარმოდგენილია ჩვენი პარკირების მუხრუჭის ახალი ტესტი. ყოველ ჯერზე შედეგები ამტკიცებენ ჩვენი სამუხრუჭე სისტემების ნაწილების ორიგინალი მაკომპლექტებლების ხარისხის დამსახურებულ მაღალ რეპუტაციას. ცნობილი მეწარმეები ეყრდნობიან ჩვენს პროდუქციას.

 


ცდების სიაში დამატებულია პარკირების მუხრუჭის შემოწმება 


 

კომპანია Ferodo–მ ცოტა ხნის წინ ჩაატარა კონკურენტების პროდუქციასთან შესადარებელი ცდები პარკირებისას პარკირების მუხრუჭით  ავტომობილის ეფექტური შეკავების შესახებ. ეს ცდა სტანდარტულია და ხშირად მოთხოვნილია ავტომობილების და ორიგინალი სუპორტების მწარმოებლების მიერ. ამ ცდით განისაზღვრება, შეუძლია თუ არა სამუხრუჭე ხუნდებს  მუდმივად მაღალი ეფექტურობის დონით ფუნქციონირება ავტომობილის ფერდობზე პარკირებისას სამუხრუჭე ხუნდის გარკვეული ტემპერატურის დროს. ისევ და ისევ, Ferodo ახდენს გამორჩეული ეფექტურობის დემონსტრირებას.

 


პარკირების მუხრუჭის ცდის შედეგები
 

 

   

 

 ცდის პარამეტრები
•    ცდები ტარდებოდა Audi A4 –ზე სტანდარტული დატვირთვისას.
•    ცდები ტარდებოდა 8% ფერდობზე, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ექსპლუატაციის რეალურ პირობებში.
•    ცდის ადგილზე ავტომობილის მისვლისას სამუხრუჭე დისკის ტემპერატურა იყო 300°C (მდგომარეობა, რომელიც არ სცდება სტანდარტულ საზღვრებს).
•    ავტომობილი გაჩედა, პარკირების მუხრუჭის სახელური ამოწეული იყო იმ დონემდე, რომლის დროსაც ავტომობილი არ მოძრაობს. ამის შემდეგ პარკირების მუხრუჭის სახელური დამატებით ამოწეულ იქნა ერთი წკიპურტით. ცდის განმახორციელებელი თვალყურს ადევნებდა ცდის შედეგებს: დაგორდებოდა ავტომობილი თუ ადგილზე დარჩებოდა.
მიღებული შედეგების საფუძველზე ნათელია, რომ Ferodo ძველებურად გარანტიას იძლევა სამუხრუჭე სისტემის ეფექტურობასა და ხარისხზე.
Ferodo იყო ერთ–ერთი იმ ბრენდებიდან, რომელთან ერთადაც  ცდის ჩატარების პროცესში ფერდობზე ავტომობილი დარჩა თავის ადგილზე. ტესტირებული ხუნდების 50% პროცენტმა  (ევროპული ბაზრის დიდი ნაწილი) ვერ შეძლო ავტომობილის დაგორების თავიდან აცილება ცდის ჩატარების პროცესში.Ferodo აგრძელებს ბაზარზე ახალი მასალების შემუშავებასა და შეთავაზებას, და გარანტიას იძლევა სამუხრუჭე სისტემის ყველა კომპონენტის შედარებით  დიდ ეფექტურობაზე. აირჩიეთ Ferodo და მშვიდად იქნებით პარკირებულ ავტომობილზე.