dsmotors.ge

Ferodo Racing აფართოებს საზღვრებს

 

 

 

 

 

 

ღირსეული ისტორია რბოლის სამყაროში  


 

1897 წელს ჰერბერტ ფრუდმა გამოიგონა და შეიმუშავა თანამედროვე ფრიქციული მასალები. ერთი საუკუნის შემდეგ ამ გამოგონების საფუძველზე ჩვენ შევქმენით Ferodo Racing, ჯგუფი რომელიც ახორციელებდა მხოლოდ  სარბოლო ავტომობილების, კარტინგების და მოტოციკლებისათვის სამუხრუჭე ხუნდების შემუშავებას, გაყიდვებს და მარკეტინგს.


სპეციალური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი


ჩვენი ჯგუფი დაფუძნებულია მონდოვში, იტალია Federal-Mogul-ის ქარხანაში,  სადაც ხდება ფრიქციული მასალების წარმოება და ამზადებს ხუნდებს სპეციალურ განყოფილებაში ISO 16949 და 14001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების  ყველაზე მკაცრი წესების შესაბამისად. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად ნერგავენ ახალ გადაწყვეტილებებს და სარბოლო მოდელებისათვის ქმნიან ახალ მასალებს. მათ ეხმარებიან საამქროს  პროტოტიპებისა და პილოტური  პროდუქციის წარმოების სპეციალისტები და ექვსი დინამომეტრული სტენდი პროდუქციის შესამოწმებლად და გასამართად.
რბოლების მიმართ ჩვენი სიყვარული გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ჩვენ შემდგომაც შევთავაზებთ ჩვენს კლიენტებს უახლეს პროდუქტებს დამუხრუჭების ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.