dsmotors.ge

N1 სამუხრუჭე მანძილი

 

 


სამუხრუჭე მანძილი ერთი კორპუსით მოკლეა, ვიდრე კონკურენტების

 


 

უკანასკნელ ტესტებში, რომლებიც ჩაატარეს ავტომობილ Ford C-MAX-ზე MIRA-ს გამოსაცდელ პოლიგონზე, Ferodo-მ კვლავ მოახდინა თავისი საბრძოლო ხარისხის დემონსტრირება. ტესტები ტარდებოდა R90 ნორმატივების მოთხოვნების შესაბამისად -160 კმ/სთ სიჩქარეზე(ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარის 80%) და 80კმ/სთ. ორივე ტესტში Ferodo-მ აჩვენა მნიშვნელოვნად მოკლე სამუხრუჭე მანძილი იმ ძირითად კონკურენტებთან შედარებით, რომლებიც აწარმოებენ ავტომობილების მაკომპლექტებლებს. მაღალ სიჩქარეებზე ან მაღალსიჩქარიან გზებზე მოძრაობისას მუხრუჭების ეფექტურობა მთავარია ავტომობილისა და მძღოლის უსაფრთხოებისათვის. დროული დამუხრუჭება თავიდან აგაცილებთ სახიფათო საგზაო შემთხვევებს , ხოლო მანძილი, რომელიც აუცილებელია ავტომობილის სრული გაჩერებისათვის, შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. 160 კმ/სთ სიჩქარეზე უახლოესი კონკურენტის სამუხრუჭე მანძილი 4 მეტრით მეტია , ვიდრე Ferodo-თი აღჭურვილი ავტომობილი. შეიძლება იფიქროთ, რომ 4 მეტრი არ წარმოადგენს დიდ მანძილს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის თანამედროვე გზებზე მოძრავი საშუალო სედანის მთლიანი სიგრძე. ამ მანძილის საშუალებით შესაძლებელია თავიდან აიცილოთ სერიოზული საგზაო შემთხვევა. ტესტირებაში მონაწილე ყველაზე ცუდ კონკურენტთან შედარებით კი, Ferodo-თი აღჭურვილი ავტომობილი გაჩერდა 22 მეტრით ადრე. ქალაქში მოძრაობისას, რომლის დროსაც თითოეულ მძღოლს უწევს შეხება მუდმივ დაძვრასა და დამუხრუჭებასთან, შედარებით დაბალ სიჩქარეებზე  სწრაფი და ეფექტური დამუხრუჭების შესაძლებლობა  მაღალ სიჩქარეებზე მოძრაობასთან შედარებით არანაკლებ მნიშვნელოვანია. 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია Ferodo-თი, ისევ გაჩერდა კონკურენტებზე ადრე. Ferodo-ს სამუხრუჭე ხუნდების გამოყენება უზრუნველყოფს სამუხრუჭე მანძილის 2-4 მეტრით შემცირებას ხუნდების სხვა მწარმოებლებთან შედარებით. განსაკუთრებული უსაფრთხოებისათვის, დამუხრუჭების ეფექტურობისა და მცირე სამუხრუჭე  მანძილისთვის აირჩიეთ Ferodo- ორიგინალი აღჭურვილობის სამუხრუჭე ხუნდები.
 

უსაფრთხოება- თუმცა მოცემული ტესტი ჩატარდა 160კმ/სთ სიჩქარეზე, კომპანია Ferodo თქვენი უსაფრთხოების მიზნით, მოგიწოდებთ დაიცვათ თითოეულ ქვეყანაში მიღებული სიჩქარის შეზღუდვები.

დის პარამეტრები

  •    მოცემული ტესტი ტარდება  R90 ნორმატივების საგამოცდო პროცედურების შესაბამისად MIRA-ს  დამოუკიდებელ საგამოცდო პოლიგონზე.
  •     ტესტი სრულდება R90 -ის ნორმატივების საგამოცდო მოთხოვნების შესაბამისად შესაცვლელი სამუხრუჭე ხუნდებისათვის.
  •     ავტომობილი ამუხრუჭებდა თავისი მაქსიმალური სიჩქარის 80%-ს(მოცემულ შემთხვევაში 160კმ/სთ  Ferodo C-MAX).
  •     ავტომობილი იმყოფება მთლიანად დატვირთულ მდგომარეობაში(ავტომობილის სრული მასა)
  •     დამუხრუჭება ხდებოდა წინა და უკანა მუხრუჭების დახმარებით ჩართული გადაცემის დროს.
  •  ხიდი, რომლის ტესტირებაც არ მომხდარა(მოცემულ შემთხვევაში უკანა), აღჭურვილია ორიგინალი ხუნდებით .