dsmotors.ge

N 6 სამუხრუჭე მანძილი სველ გზაზე

 

 


 

სველ გზაზე მოძრაობა სახიფათოა არა მხოლოდ იმიტომ,რომ გზის ზედაპირი ხდება სრიალა, არამედ იმის გამოც, რომ მუხრუჭების ეფექტურობა მცირდება. მაღალი ხარისხის ფრიქციული მასალის გამოყენება სამუხრუჭე ხუნდებში ძალზედ მნიშვნელოვანია  დამუხრუჭების ეფექტურობის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

 

 


კომპლექსური ცდების საშუალებით ხდება ჩვენი დაპირებების რეალობის დემონსტირება
 

 

 

Ferodo-ში ჩვენ რეგულარურად ვატარებთ  ჩვენი პროდუქციის კონკურენტთა პროდუქციასთან შესადარებელ ცდებს. თითოეული ცდა ითვალისწინებს სხვადასხვა ასპექტს, ისეთებს როგორიცაა სამუხრუჭე მანძილი მშრალ პირობებში, ავტომობილის აგრეგატების წყლის მიმართ მდგრადობის შემოწმება, ექსტრემალური დამუხრუჭება, ხელის მუხრუჭის ეფექტურობა, ხმაურის დონის შემოწმება, სატერფულების პასუხი და ხახუნის მიმართ მდგრადობა. ცდები ყოველ ჯერზე ამტკიცებენ ჩვენს საიმედო რეპუტაციას და კლიენტებისათვის და თქვენთვის მოცემულ დაპირებებს, You’re in control (ყველაფერი თქვენს ხელშია).

 

 

 

 

FERODO  სველ გზაზე დამუხრუჭების ეფექტურობაზე ატარებს დამატებით ცდებს

იმ მიზეზით, რომ მოძრაობა სველ გზაზე განსაკუთრებით რთულია, ჩვენ დავამატეთ Ferodo-ს ხუნდებისათვის  სხვადასხვა კონკურენტთა პროდუქციასთან შესადარებელი მეექვსე ცდა სველ გზაზე დამუხრუჭების ეფექტურობაზე.

 

 

 

 

სველ გზაზე დამუხრუჭების ეფექტურობისათვის ჩატარებულმა ცდებმა დაამტკიცა არსებული განცხადება დამუხრუჭების ეფექტურობაზე


სველ გზაზე მართვის(მოძრაობის) შედარებით რეალური პირობების შესაქმნელად მუხრუჭების თითოეული კომპლექტისათვის  წყალს აფრქვევდნენ უშუალოდ სამუხრუჭე დისკსა და გზის ზედაპირზე. თითოეული ნაკეთობა მოწმდებოდა ექვსი დამუხრუჭების მეთოდით 80კმ/სთ სიჩქარიდან ავტომობილის  სრულ გაჩერებამდე.


 

 

 

შედეგები


შედეგები ამტკიცებენ Ferodo-ს ორიგინალი მაკომპლექტებლების პროდუქციის  ხარისხის მაღალ დონეს, ხახუნის კოეფიციენტის მინიმალურ შემცირებას და სველ გზაზე დამუხრუჭების ეფექტურობის სტაბილურობას. ჩვენ სიამაყით წარმოგიდგენთ ერთ–ერთ საუკეთესო მაკომპლექტებლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სველ გზაზე დამუხრუჭების მაღალ ეფექტურობას. ეს ყველაფერი თქვენ შეგიქმნით ავტომობილზე სრული კონტროლის საშუალებას ამინდის პირობების მიუხედავად.


 

ცდის პარამეტრები


•    Ferodo FDB4319  ორიგინალი მაკომპლექტებლის ხარისხის სამუხრუჭე ხუნდები კონკურენტების შვიდ ნაკეთობასთან შედარებით
•    ცდებს ატარებდა და აფასებდა დამოუკიდებელი ინგლისური კომპანია MIRA
•    ხუნდები და დისკები მთლიანად იყო მისახმარისებული
•    წყლის გაფრქვევა ხდებოდა გზის ზედაპირსა და სამუხრუჭე დისკზე
•    ხახუნის კოეფიციენტი ნესტიან პირობებში: ექვსი დამუხრუჭება ავტომობილის სრულ გაჩერებამდე 80კმ/სთ სიჩქარიდან.
•    ავტომობილი: Ford C-Max, წინაწამყვანი