dsmotors.ge

 

N4 ხუნდების ექსპლუატაციის  ხანგძლივობა

 


FERODO-ს სამუხრუჭე ხუნდები უფრო დიდხანს მუშაობენ

 


მუხრუჭების ხარისხზე საუბარი შეიძლება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, სამუხრუჭე მანძილის, სატერფულების სვლისა და დამუხრუჭებისას წარმოქმნილი ხმაურის ჩათვლით. სავაჭრო მარკა Ferodo-მ უკვე  დაამტკიცა თავისი უპირატესობა კონკურენტებთან ამ სამი პარამეტრის მიხედვით. ჩვენ უკვე შეგვიძლია დავამატოთ მეოთხე პარამეტრიც-მუშაობის ვადა.

 


ხუნდების მუშაობის ვადა ახდენს მნიშვნელოვან გავლენას უსაფრთხოებასა და დანახარჯებზე

 

 
მუხრუჭების მუშაობის ვადა - ეს არის ვადა, რომელშიც ხდება მათი ექსპლუატაცია. მოცემულ პარამეტრზე გავლენას ახდენს როგორც სამუხრუჭე ხუნდების, ასევე სამუხრუჭე დისკების ცვეთა. სამუხრუჭე ხუნდების ცვეთა წარმოადგენს დამუხრუჭების პროცესის ნორმალურ შემადგენელ ნაწილს, როგორც წესი სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა ხდება უფრო ხშირად ვიდრე სამუხრუჭე დისკების. არასწორად შერჩეული სამუხრუჭე ხუნდები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მაგარი დისკისათვის. ასეთი ხუნდები სამუხრუჭე დისკის ცვეთას გამოიწვევენ გაცილებით სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ. ამით მნიშვნელოვნად გაიზრდება სარემონტო ხარები. შედეგი? იმედგაცრუებული კლიენტები.

 


ფრიქციული მასალის შემადგენლობა=სამუხრუჭე ხუნდების მუშაობის ვადა

 


ფრიქციული მასალის, რომლითაც მზადდება სამუხრუჭე ხუნდები, მიზანია უზრუნველყოს სამუხრუჭე დისკის ოპტიმალური ცვეთა. მაგრამ, თითოეული სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები სხვადასხვაა-ზღვრული სიჩქარე და მასა, აეროდინამიკური კონსტრუქცია და მსგავსი. ეს ყველაფერი აისახება იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ფრიქციული მასალა. რაც ძალიან ართულებს ფრიქციული მასალის შემადგენლობის შემუშავებას. ამასთანავე ფრიქციული მასალები უნდა იყოს თანაბრად საიმედო სხვადასხვა გარემო პირობებში. საკმარისია მხოლოდ ავტომობილზე დატვირთვის, ხახუნით წარმოქმნილი ტემპერატურების, მართვის სტილის, სამუხრუჭე მანძილის, ქალაქში ან ტრასაზე მოძრაობის, ნესტიანი ან მშრალი ამინდის გახსენებაც კი...
Ferodo-ს ფრიქციული მასალები შეესაბამება ყველა ამ მოთხოვნას და უფრო მეტიც. სამუხრუჭე ხუნდის თითოეული ტიპს აქვს ნარევის უნიკალური ტიპი, რომელიც უზრუნველყოფს ამა თუ იმ სფეროში გამოსაყენებელ აუცილებელ ინდივიდუალურ მახასიათებლებს. სწორედ ამიტომ Ferodo-ს სამუხრუჭე ხუნდები არა მხოლოდ ეფექტურ დამუხრუჭებას უზრუნველყოფენ, არამედ დიდხანსაც მუშაობენ. ჩვენ შევადარეთ Ferodo-ს სამუხრუჭე ხუნდების მუშაობის ვადა კონკურენტების სამუხრუჭე ხუნდებს. ჩვენ ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოვჩნდით- Ferodo-ს სამუხრუჭე ხუნდები 10%-ით დიდხანს ემსახურებიან, ვიდრე უახლოესი კონკურენტების ხუნდები და განხილული კონკურენტებიდან ყველაზე ცუდ კონკურენტთან შედარებით 68%-ით დიდხანს.


 

სწორად შერჩეული სამუხრუჭე ხუნდები ახანგრძლივებენ სამუხრუჭე დისკების მუშაობის ვადას

 

ხახუნის პროცესში სამუხრუჭე დისკიც ცვდება, ხოლო ზოგიერთი ხუნდის ფრიქციული მასალა ძალიან მაგარია დისკისათვის, რაც იწვევს სამუხრუჭე დისკის დაჩქარებულ ცვეთას და შესაძლებელია ისეთი ხარისხით, რომ ერთდროულად მოგიწევთ დისკისა და ხუნდების შეცვლა- რაც ძვირადღირებული ღონისძიებაა.

იმისათვის რომ არ დაუშვათ მსგავსი რამ, Ferodo ეძებს ოპტიმალურ კომპრომისს ხუნდისა და დისკის მუშაობის ვადებს შორის. ჩვენ ვცდილობთ შეგიქმნათ მაქსიმალური უსაფრთხოება და  დამუხრუჭების შესაძლებლობა სამუხრუჭე დისკებისა და ხუნდების მინიმალური ცვეთით. ცდებმა აჩვენა, რომ Ferodo-ს სამუხრუჭე ხუნდები დისკის ცვეთაზე ნაკლებად ახდენენ გავლენას და შედეგად უზრუნველყოფენ დისკის მუშაობის ვადის გახანგრძლივებას 26%-ით უახლოეს კონკურენტთან შედარებით, ხოლო განხილული კონკურენტებიდან ყველაზე ცუდ კონკურენტთან შედარებით 70%-ით.


 

 

 

ცდის პარამეტრები


•    მოცემული ცდებით ხდება   1.5 საათის განმავლობაში მართვის ან მუხრუჭის სატერფულზე 240 დაჭერის იმიტაცია.
•    ტესტები მეორდებოდა 12-ჯერ, რათა მიეღწიათ სამუხრუჭე დისკისა და ხუნდების მუშაობის პროგნოზირებადი ვადებისათვის.
•      ცდებით ხდება მართვის შერეული ტიპის იმიტაცია (მართვა დაბალ სიჩქარეზე ქალაქში, ქალაქის საგზაო ქსელში, დაღმართზე ზემოთ/ქვემოთ, სვლა მაღალ სიჩქარეზე ავტოტრასაზე).
•    დემონსტრირებული იყო უფრო ზუსტი მონაცემები პროგნოზირებად სამუშაო ვადებთან დაკავშირებით, ვიდრე დინამომატრულ სტენდზე ცვეთაზე ჩატარებულ ცდებზე.
ავტომობილები:Ford Transit. სუპორტი:Bosch ZOH 2x48
დისკები: 300x28 მმ. ავტომობილის ინერცია: 122,0კგმ2
ამის შემდეგ თქვენ დანამდვილებით იცით, რომ მუხრუჭები გემსახურებიან უფრო დიდხანს, თუ მათზე დაყენებულია Ferodo-ს ხუნდები. სწორედ ამის წყალობით თქვენი კლიენტები იქნებიან თქვენი მომსახურების ერთგულნი!