dsmotors.ge

FERODO ნებისმიერ ამინდში  დამუხრუჭებისას უსაფრთხოებას უზრუნველყოფს 

 

 


იმის მიუხედავად თუ სად მოძრაობთ: ავტომაგისტრალზე, ტრასაზე თუ ქალაქში წვიმაში მოძრაობა შედარებით სახიფათო ხდება. ყველაზე გამოცდილ მძღოლსაც კი შეიძლება   პრობლემები შეხვდეს სველ გზაზე. სამუხრუჭე სისტემების ეფექტურობა მცირდება სველ გზაზე, ვინაიდან გზა ხდება სრიალა.
ასეთ პირობებში რეკომენდებულია შედარებით ფრთხილად მოძრაობა, მაგრამ დამუხრუჭების მაღალი ეფექტურობა და უსაფრთხოება ძალზედ მნიშვნელოვანია. ამ დროს ყველაზე ნაკლებად გსურთ შეგხვდეთ უსიამოვნება დამუხრუჭებისას.
ცვალებადი საგზაო პირობები განაპირობებენ სამუხრუჭე ხუნდებში გამოსაყენებელი ფრიქციული მასალის სწორად შერჩევის უდიდეს მნიშვნელობას. ფრიქციული მასალის შემადგენლობა განსაზღვრას ავტომობილის დამუხრუჭების შესაძლებლობას,  მისი ხარისხი კი უზრუნველყოფს საგზაო პირობების ცვლილებების დროს დამუხრუჭების ეფექტურობის სტაბილურობას.

 

 


R90 წესების შესაბამისად ცდები ტარდება მხოლოდ მშრალ საგზაო პირობებში

 

 


ევროპის კანონმდებლობა ითხოვს, რომ ავტომობილისათვის გამოსაყენებელი გასაყიდად მიწოდებული ყველა  სამუხრუჭე ხუნდი გადიოდეს შემოწმებას და შეესაბამებოდეს R90-ის წესებს. R90-ის წესებში იგულისხმება ცდები ხახუნის კოეფიციენტის მინიმალურად დასაშვები დონეზე დაბალი და მაღალი ტემპერატურის პირობებში. თუ სამუხრუჭე ხუნდი შეესაბამება R90-ის სტანდარტს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ მან პირველადი კომპლექტაციის გასაუმჯობესებელი ტესტების კომპლექსის 15% გაიარა.
R90-ის ტესტები ტარდება მხოლოდ მშრალ პირობებში. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შევადაროთ Ferodo-ს სამუხრუჭე ხუნდები კონკურენტთა ბრენდებს სველ გზაზე. ტესტების მასალების მიხედვით მარტივად მისახვედრია, რომ Ferodo  გთავაზობთ სამუხრუჭე ხუნდებს, რომელთა ხახუნის ძალა მინიმალურად ქვეითდება ნესტიან პირობებში.

 

 


სველ გზაზე დამუხრუჭების შესაძლებლობის ტესტი
 

 

 

სველ პირობებში ხახუნის ძალის შემცირების შედარება Ferodo-ს სამუხრუჭე ხუნდებსა და კონკურენტ ბრენდებს შორის ტარდებოდაFord C-Max-ზე. განხორციელებულ იქნა ექვსი დამუხრუჭება და მათი პარამეტრები ა დარეგისტრირდა. შემდგომ მოხდა მუხრუჭების დასველება წყლით და ისევ განხორციელდა ექვსი დამუხრუჭება. იმისათვის, რომ ყველა ტესტი განხორციელებული ყოფილიყო ექვივალენტური და შესაბამისი სამუხრუჭე ხუნდების გამოყენებით, თავდაპირველად ერთნაირად ხდებოდა ყველა სამუხრუჭე ხუნდის მოჯენა ახალ დისკებზე. ნესტიან და მშრალ პირობებში დამუხრუჭების ტესტების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

 

 

 


სველ პირობებში დამუხრუჭების ეფექტურობის შედარება 
 

 

 

 

 

 

გრაფიკზე ქვემოთ ნაჩვენებია ხახუნის კოეფიციენტის პროცენტული შესაბამისობა- ან დამუხრუჭების ეფექტურობის შემცირება სველ და მშრალ პირობებში. Ferodo-ს ხუნდებმა (ორიგინალი მაკომპლექტებლების ხარისხი)  კონკურენტებთან შედარებით აჩვენეს  მცირედი კლება ამ მაჩვენებლისა. თუ ამ მაჩვენებლებს გადავიყვანთ სამუხრუჭე მანძილის სიგრძეში ან რეალურ პირობებში სწრაფად გაჩერების შესაძლებლობაში, მაშინ ამ სამუხრუჭე ხუნდებს მნიშვნელოვნად შეუძლიათ გაზარდონ უსაფრთხოება ნესტიან გზაზე მოძრაობისას. იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი ავტომობილი აღჭურვილია მაღალ ეფექტური სამუხრუჭე სისტემით, დაბალი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდების გამოყენება განაპირობებს დამუხრუჭების დაბალ ეფექტურობას სამუხრუჭე სისტემის ხარისხის მიუხედავად.

 

 

 

 

ხუნდების ხახუნის შემცირება სველ პირობებში

 

 

 

 


შედეგები
 

როგორც დიაგრამაზე ჩანს, ტესტმა აჩვენა რომ Ferodo-ს სამუხრუჭე ხუნდები კონკურენტ ბრენდებთან შედარებით ნესტიან და მშრალ პირობებში ახდენენ უფრო მეტად ერთგვაროვანი მაჩვენებლების დემონსტრირებას. ადრე ჩატარებულმა ტესტებმა უკვე აჩვენეს, რომ Ferodo-ს ხუნდები უზრუნველყოფენ მოკლე სამუხრუჭე მანძილს, დამუხრუჭებისას ხმაურის დაბალ დონეს და სატერფულების მეტად ინფორმატიულ პასუხს. სიამოვნებით შეგვიძლია დავამატოთ, რომ ჩვენი ხუნდები ყველაზე ეფექტურია სველ გზაზე. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ Ferodo-სთან ერთად თქვენ ყველაფერს აკონტროლებთ.

 


ცდის პარამეტრები
 

 

•    ჩატარებული ცდები: ტესტების სტანდარტული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს პირველადი კომპლექტაციის გაუმჯობესებას ან მისი ექვივალენტური 4 პარამეტრი.
•    ხუნდები მთლიანად მუშავდებოდა 60 დამუხრუჭების ციკლიდან.
•    მშრალ პირობებში დამუხრუჭების კოეფიციენტი განისაზღვრებოდა 80-დან 30კმ/სთ-ზე 6 დამუხრუჭების საშუალო არითმეტიკულით.
•    ნესტიანი პირობები იქმნებოდა სამუხრუჭე სისტემაზე წყლის შეფრქვევის გზით 10 წუთის განმავლობაში 30კმ/სთ სიჩქარეზე
•    ნესტიან პირობებში დამუხრუჭების კოეფიციენტი განისაზღვრებოდა 80-დან 30კმ/სთ-ზე 6 დამუხრუჭების საშუალო არითმეტიკულით.
•    ავტომობილები:Ford C-Max,, ავტომობილის სრული მასა 1990კგ.


მიაქციეთ ყურადღება, რომ სამუხრუჭე სისტემა წარმოადგენს ავტომობილის კრიტიკულად მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს მართვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მძღოლი აუცილებლად უნდა  მართავდეს ავტომობილს შეთავაზებული საგზაო პირობების შესაბამისად და უნდა იცავდეს რეკომენდირებულ და აუცილებელ საგზაო წესებს.