dsmotors.ge

 

ხუნდები PREMIER : კომერციული ავტომობილების ეფექტური დამუხრუჭება


   FERODO - ერთ-ერთი ლიდერთაგანი კომერციული ავტომობილების სამუხრუჭე სისტემის ნაწილების ბაზარზე, რომელიც სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სამუხრუჭე სისტემის ნაწილებს მსუბუქი კომერციული, მძიმე და მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის.
 ჩვენი სამუხრუჭე ხუნდები FERODO PREMIER – ეს არის ორიგინალი სათადარიგო ნაწილების ხარისხის პროდუქცია. ისინი შექმნილია სპეციალურად ავტომწარმოებელთათვის და ხელმისაწვდომია მეორად ბაზარზე. ისინი უზრუნველყოფენ საიმედო დამუხრუჭებას ნებისმიერ პირობებში.

 

ბაზრის ფართოდ ათვისება        
 

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმისათვის რომ შემოგთავაზოთ უახლესი მოდელების ნაწილები. ჩვენს ასორტიმენტს კომერციული ავტომობილებისათვის ათვისებული აქვს 99% ავტომობილებისა და ამასთანავე შეიცავს 240 დასახელების დისკების სამუხრუჭე ხუნდებს.  FERODO –ს ნაწილები ყენდება პირველადი მაკომპლექტებლის სახით ფურგონების, სატვირთო ავტომობილების, მისაბმელების და ავტობუსების მრავალი მწარმოებლის მიერ.
 

დანახარჯის ოპტიმიზაცია
 

ფრიქციული მასალის შემადგენლობის ზუსტად შერჩევით ჩვენ მივაღწიეთ ცვეთის საწინააღმდეგო უნიკალურ მახასიათებლებს. კომერციული ავტომობილებისათვის ჩვენ ვაწარმოებთ ფრიქციული მასალის რამოდენიმე ტიპს და თითოეულ მათგანს აქვს თავისი დანიშნულება. თუ თქვენი ავტომობილი, რომელიც მოძრაობს რეჟიმში “დაძვრა-გაჩერება”,ისეთი როგორიცაა ავტობუსი ან მძიმე სატვირთო ავტომიბილი შორი რეისებისათვის, აღჭურვილია ჩვენი სამუხრუჭე დეტალებით, ისინი გაცილებით დიდხანს მოგემსახურებიან. გაზრდილი ექსპლუატაციის ხანგრძლივობა ნებისმიერ პირობებში ძალიან ეფექტურია დანახარჯის თვალსაზრისით თითოეულ კმ-ზე. კონკურენტების პროდუქციასთან შესადარებელმა ტესტებმა აჩვენა რომ FERODO PREMIER – ის სამუხრუჭე ხუნდები საგრძნობლად უსწრებს წინ კონკურენტებს შეკუმშვის პარამეტრებით, რაც უცვეთობის გარანტიას იძლევა დიდი ხნის მანძილზე. ამასთანავე აღსანიშნავია მცირე ხარჯები ტექნიკური უზრუნველყოფისას. 

 

ინოვაციები. კორპორაცია FEDERAL MOGUL მუდმივად ახდენს სახსრების ინვესტირებას ახალ ტექნოლოგიებში, რომლებიც განკუთვნილია მსუბუქი კომერციული, მძიმე და მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის. ჩვენ ვართ სამუხრუჭე სისტემების  ის ერთ-ერთი პირველი მწარმოებლები, რომელთაც შეწყვიტეს მავნე მეტალების გამოყენება, ისეთების, როგორიცაა ვერცხლისწყალი და სტიბიუმი. ჩვენი დეტალები შეესაბამება ECO-3E  სტანდარტს . FERODO-ს სპეციალისტები გთავაზობენ უახლეს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა სფეროში:

 

•    ProTec S® - ეს არის, კომპანია Knor-Bremse-ს მიერ შექმნილი სამუხრუჭე ხუნდების სისტემა, რომელიც ხასიათდება მყარი ფიქსაციით. ეს უკანასკნელი მიღწეულია ზამბარის შედუღებით საყდრენ ფირფიტასთან. ამით თქვენ იღებთ მნიშვნელოვან უპირატესობას ძველ ჩამკეტ ტიპთან შედარებით.
ზამბარის დამაგრება: ხუნდები საიმედოდ ეჭიდება გაჩერების ადგილს, დამუხრუჭების ძალა მატულობს, მცირდება ხუნდების ცვეთა იმ დროს, როცა მათი გამოყენება არ ხდება.

 

•    თუჯის საყრდენი ფირფიტა – FEDERAL MOGUL –ის  ეს დაპატენტებული ტექნოლოგია საყრდენი ფირფიტის ტრადიციული კონსტრუქციისაგან განსხვავდება ნაკლები წონით. მოჭიდება საყრდენ ფირფიტასა და ფრიქციულ მასალას შორის მატულობს, მცირდება კოროზიის წარმოშობის ალბათობა, უმჯობესდება სითბოს გაცემა (გაგრილება) და შესაბამისად მატულობს ექსპლუატაციის ხანგრძლივობა.
 

 მოკლედ უპირატესობებზე:

 

გაზრდილი ექსპლუატაციის ხანგრძლივობა: დიდი რესურსის მქონე სამუხრუჭე ხუნდები ამცირებენ დანახარჯსდა სხვა დეტალების ცვეთას .

 

ინოვაციური: მაღალტექნოლოგიური ფუნქციები და თავის სფეროში საუკეთესო გამოგონებები.
 

შემოწმებულია: კონკურენტების პროდუქციასთან შესადარებელ ტესტებში  ბაზარზე ჩვენმა ხუნდებმა აჩვენეს საუკეთესო შედეგები.
 

ორიგინალი სათადარიგო ნაწილების ხარისხი: შეესაბამება ან აღემატება ორიგინალი მაკომპლექტებლის ხარისხის სტანდარტებს.
 

ჩვენი გარანტიები
 

სამუხრუჭე ხუნდები FERODO შეესაბამება R90-ის წესებს და მისი მოწოდება ხდება ორიგინალი მაკომპლექტებლის ხარისხის ყველა საჭირო დეტალით. ჩვენ ვატარებთ ფართო სასტენდო და საგზაო ცდებს.