dsmotors.ge

       PREMIER- დამუხრუჭების განსაკუთრებული ეფექტურობა. ყველაფერი კონტროლის ქვეშა      

 

 

 

                                                                                 

                                                                         

 

 


  PREMIER-ის სამუხრუჭე ხუნდებს FERODO-საგან ირჩევენ წამყვანი ავტომწარმოებლები, როგორიცაა AUDI, BMW, FIAT,  FORD, LAND ROVER, MERCEDES-BENZ,  RENAULT  და VOLKSVAGEN.სწორედ ამიტომ ისინი ძალიან  პოპულარულია ავტოსათადარიგო ნაწილების მეორად ბაზარზე.
 ჩვენი სამუხრუჭე ხუნდები ხარისხით შეესაბამება ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს.
FERODO PREMIER-ის სამუხრუჭე ხუნდები სპეციალურად იქნა შემუშავებული ავტომწარმოებელთათვის. მათი შეძენა შესაძლებელია ავტოსათადარიგო ნაწილების მეორად ბაზარზე. ისინი ყოველთვის უზრუნველყოფენ საიმედო და უსაფრთხო დამუხრუჭებას.


                                                                                              

 

თქვენ აკონტროლებთ სამუხრუჭე მანძილს


 

ტესტირების შედეგად დამტკიცდა, რომ უახლოეს კონკურენტთან შედარებით FERODO PREMIER-ის სამუხრუჭე ხუნდები ამცირებენ საშუალო სამუხრუჭე მანძილს (160 კმ/სთ-დან 0-მდე) 22 მ-მდე. იხ.ჩვენი ცდების შედეგები. 
 

 

თქვენ აკონტროლებთ ასორტიმენტს


 

ჩვენი ხუნდების ასორტიმენტი აყმაყოფილებს ევროპის ავტოპარკის 99%-ს. სწორედ ამიტომაც თქვენ გაქვთ დეტალების ფართო არჩევანი. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ინოვაციების დანერგვაზე და ტექნიკური სამუშაოების გაუმჯობესებაზე, იმისათვის რომ თქვენ ყოველთვის შეგეძლოთ ყველაზე ფართო ასორტიმენტიდან უახლესი დეტალების შეძენა.
 

                                                                                             

თქვენ აკონტროლებთ ტექნოლოგიებს


 

სპეციალური ფრიქციული მასალები, ინდივიდუალური ავტომობილის თითოეული მოდელისათვის, უზრუნველყოფენ სრულ კონტროლს და მინიმალურ სამუხრუჭე მანძილს. ხმაურის საწინააღმდეგო ფირფიტები ამცირებენ ხმაურის დონეს და ამასთანავე ინარჩუნებენ მაქსიმალურ ეფექტურობას. გაზრდილია მუდმივობა და ცვეთის მიმართ მდგრადობა ,რაც მიიღწევა თქვენი ავტომობილისათვის ფრიქციული მასალის ზუსტი შერჩევით.სპეციალურად შექმნილი ქვედა თერმოიზოლაციური ფენა ხელს უშლის სუპორტში სითბოს შეღწევას და ამცირებს დამუხრუჭების ეფექტურობის შემცირების ალბათობას.


 

ევროპაში ყველაზე პოპულარულ ავტომობილებზე ქარხნულად ყენდება FERODO.


 

FERODO-ს სამუხრუჭე ხუნდები ყენდება VOLKSVAGEN GOLF-ზე, ყველაზე პოპულარული ავტომანქანა ევროპაში, ასევე ბევრ სხვა პოპულარულ ავტომობილზე, როგორიცაა NISSAN QASHQAI, BMW 3 SERIES, PEUGEOT 208, FORD FOCUS და  RENAULT CLIO. კორპორაცია  FEDERAL MOGUL არის მსოფლიო ლიდერი ორიგინალი ავტოსათადარიგო ნაწილების ბაზარზე, რომელიც ცნობილია ინოვაციური გადაწყვეტილებების მუდმივი დანერგვით. ამ სახელს ენდობიან.

 


                                                                       

ჩვენი გარანტიები

 

 

  FERODO-ს თითოეული სამუხრუჭე ხუნდის მოწოდება ხდება მონტაჟისათვის ყველა საჭირო დეტალით. ჩვენი ყველა ხუნდი შეესაბამება R90-ის წესებს და გადის საგულდაგულო ლაბორატორიულ  და საგზაო კვლევებს ორიგინალური მაკომპლექტებლის მოთხოვნების შესაბამისად. სამუხრუჭე ხუნდები მზად არის გამოყენებისათვის – ეს გულისხმობს მათ მიერ მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევას  1-2 დამუხრუჭების შემდეგ და ამასთანავე უზრუნველყოფენ წარმოუდგენელ ეფექტურობას ნებისმიერ პირობებსა და ტემპერატურაზე.

 

 

 მოკლედ უპირატესობებზე

 

 

უსაფრთხოა: უახლოესი კონკურენტების პროდუქციასთან შედარებით მცირე სამუხრუჭე  მანძილი.
ხარისხი: ორიგინალი მაკომპლექტებლის მოთხოვნებს შეესაბამება და აღემატება მათ.
მარტივია: ადვილად ყენდება ავტომანქანების 99%-ზე ევროპაში.
ეფექტურობა: არ კარგავს დამუხრუჭების ეფექტურობას ტემპერატურის და ტენიანობის მოქმედების შედეგად.მუდმივია: ხანგრძლივი რესურსი და დისკის შემცირებული ცვეთა. 

ჩუმია: ხმაურის ჩახშობა მძღოლის კომფორტისათვის.