dsmotors.ge

დამუხრუჭების მაღალი ეფექტურობა  FERODO-ს სამუხრუჭე დისკებით.

 

 

  
 

დამუხრუჭების მაღალი ეფექტურობის მისაღწევად სამუხრუჭე ხუნდები უნდა შეესაბამებოდეს სამუხრუჭე დისკებს. FERODO-ს სამუხრუჭე დისკები შესანიშნავად შეესაბამება  FERODO PREMIER-ის სამუხრუჭე ხუნდებს და თქვენ იღებთ სრულყოფილ,  მაღალხარისხიან შედეგს. შეკვეთის ერთიანობა _ ეს ხელსაყრელია.
 

 

ამაღლებული უსაფრთხოება და გაუმჯობესებული მახასიათებლები

 

 

 სამუხრუჭე დისკების სპეციალური ზედაპირი ხელს უწყობს სამუხრუჭე მანძილის შემცირებას და დამუშავების პერიოდში აუმჯობესებს დამუხრუჭების ეფექტურობას. თანამედროვე კონსტრუქციისა და დამზადების ტექნოლოგიის წყალობით ჩვენი დისკები ცვეთის მიმართ მდგრადია, განსაკუთრებით დიდია ექსპლუატაციის ვადა. სითბოს გაცემის (გაგრილების) შესანიშნავი უნარის წყალობით სამუხრუჭე დისკებს რთულ პირობებში ისევ და ისევ შეუძლიათ ფუნქციონირება.                        
 

მიყვანილია სრულყოფილებამდე       

 

 

FERODO-ში სამუხრუჭე დისკები გადის ყველაზე მკაცრ მეტალურგიულ შემოწმებას, ასევე ტარდება ცდები დინამომეტრიულ სტენდზე და საერთო სარგებლობის გზებზე, რაც ექსტრემალურ პირობებში იძლევა ოპტიმალური ეფექტურობის გარანტიას. დისკების ცვეთის მიმართ მდგრადობა გარანტირებულია  PREMIER-ის სამუხრუჭე ხუნდებთან ერთად, რომლებიც ორიგინალი მაკომპლექტებლის იდენტურია.

თქვენ დარწმუნებული ხართ ასორტიმენტში  

 

 

 ჩვენი ასორტიმენტი შეიცავს პროდუქციის 1300 დასახელებას და მოიცავს ევროპული ავტოპარკის 98%-ს. თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ FERODO-ს სამუხრუჭე დისკების ასორტიმენტს – თქვენ იპოვით იდეალურ დეტალს. უცილებლობის შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ დასამონტაჟებელი ხრახნების კომპლექსს. გასაგები და მუდმივი მარკირება უზრუნველყოფს დეტალების სრულ იდენტიფიკაციას.
 

თქვენ დარწმუნებული ხართ ინოვაციებში    
 

 

FEDERAL MOGUL – ლიდერი სამუხრუჭე სისტემების ახალი ტექნოლოგიების შექმნაში. FERODO-ს ჯგუფი ასარჩევად გთავაზობთ ბევრ ჩვენს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას. ანტიკოროზიული ტექნოლოგია COAT+  შექმნილია სპეციალურად თანამერდოვე პრესტიჯული ავტომობილებისათვის, რომლებიც აღჭურვილია მსუბუქი შენადნობის დისკებით. ხუნდები მაღალი ეფექტურობის გარდა გამოირჩევა შესანიშნავი გარეგნული იერით, არ ხდება ჟანგის წარმოქმნის პროვოცირება საკისარზე. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ფუნქცია FERODO COAT+ ყველა ტიპის სამუხრუჭე დისკებისათვის.
 

 

 მოკლედ უპირატესობებზე:

 

უსაფრთხოა: FERODO-ს სამუხრუჭე ხუნდებთან ერთად მინიმალური სამუხრუჭე მანძილი.
უნივერსალურია: ხელმისაწვდომია სამუხრუჭე დისკები დამატებითი დაფარვით COAT+ ღია მსუბუქი შენადნობის დისკების მქონე ავტომობილებისათვის.
მარტივია: მარტივი და სწრაფი მონტაჟი ევროპული ავტომობილების  98% -ისათვის დასამონტაჟებელი ხრახნების წყალობით, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში შედის კომპლექტში.
ექსპლუატაციის ხანგრძლივობა გაზრდილია: მაღალხარისხიანი მასალა და კონსტრუქცია ზრდის გამოყენების ვადას და ხდის მათ ცვეთის მიმართ მედეგს