dsmotors.ge

                                                                                                                                                                                                                                                    

 

ხუნდები FERODO RACING-  მაქსიმალური ეფექტურობა და კონტროლი მაღალ ტემპერატურაზე.

 

                     


 დამუხრუჭებისას კონტროლის შენარჩუნება – მთავარი ფაქტორია, რომლითაც მიდიხართ გამარაჯვებამდე. სამუხრუჭე ხუნდები FERODO RACING უზრუნველყოფს ეფექტურ დამუხრუჭებას როგორც დაბალ, ასევე მაღალ სიჩქარეებზე, ამცირებს სამუხრუჭე მანძილს,  .

 

 

ზედმიწევნითი ცდები სარბოლო ტრეკებზე

 

 

 ჩვენ სამუხრუჭე ხუნდებზე ვაწარმოებთ ზედმიწევნითი ტესტირებებსა და დამატებით სამუშაოებს: დაწყებული ლაბორატორიული ტესტებიდან და შემოწმებებიდან დინამომეტრიკულ სტენდებზე, დამთავრებული ცდებით სარბოლო და საგზაო ტრასებზე.
 ამ ულტრაეფექტურ ხუნდებში რეალიზებულია წლები ჩვენი გამოცდილებისა სპორტულ შეჯიბრებებში. ეს ყველაფერი იმისათვის რომ მძღოლს შევთავაზოთ უპირატესობა ტრეკზე.


 

        

 

 

FERODO  - სახელი რბოლებში 

 

 

80 წელზე მეტია FERODO სახელგანთქმულია თავისი პროდუქციით ძრავიანი სპორტის სახეობებისათვის. FERODO-ს სპეციალური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს ავტო და მოტო სპორტის სახეობებისათვის, მუდმივად ქმნის ინოვაციურ ტექნოლოგიებს სამუხრუჭე სისტემებისათვის. ეს უკანასკნელი ეხმარება სპორტულ გუნდებს მთელს მსოფლიოში გამარჯვების მოპოვებაში. 

 

 

                                                                               .

 

წამყვანი ტექნოლოგიები ყველაზე პრეტენზიული მძღოლებისათვის

 

 

   FERODO RACING-ის ყველა სამუხუჭე ხუნდი დამზადებულია იტალიაში FEDERAL MOGUL-ის განსაკუთრებულ ქარხანაში ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტების ხარისხის ISO16949 და 14001 შესაბამისად. თითოეული სამუხრუჭე ხუნდი დამზადების პროცესში გადის 26 ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ხარისხის შემოწმებას. ეს იძლევა ნებისმიერ პარტიაში უცვლელად მაღალი ხარისხის პროდუქციის არსებობის გარანტიას.

 ჩვენს ხუნდებში FERODO RACING გამოყენებულია მრავალრიცხოვანი ინოვაციური ფრიქციული მასალა და კონსტრუქტორული გადაწყვეტილება:
 

 

                

 

 

მაღალი სიზუსტის გამოგონება

 

 

სამუხრუჭე ხუნდების ყველა საყრდენი ფირფიტა მზადდება მაღალი წრთობის მეტალისაგან, რაც ნიშნავს მინიმალურ დეფორმაციას საგრძნობლად ძლიერი დაწოლის დროს.
  ხუნდების დამზადების პროცესში ხდება მკაცრი კონტროლი ხუნდებისა და საყრდენი ფირფიტის ზომებზე, სიბრტყეზე, პარალელობასა და საერთო სისქეზე.
შედეგი? ძალის სწრაფი და თანაბარი გადააცემა სამუხრუჭე სისტემიდან ხუნდებზე.

 

 

თერმოიზოლაციური ქვედა ფენა

 

 

 კონკურენტ პროდუქციასთან შედარებით FERODO RACING-ის ყველა სამუხრუჭე ხუნდი შეიცავს თერმოიზოლაციურ ქვედა ფენას საყრდენ ფირფიტასა და ფრიქციულ მასალას შორის.
შედეგი? სამუხრუჭე სუპორტის სამუშაო ტემპერატურა ეცემა 80 C-მდე, რაც საგრძნობლად ამცირებს სამუხრუჭე სითხის ადუღების ალბათობას.

 

 

დისკზე ზრუნვა
 

 

კონკურენტი პროდუქციისაგან განსხვავებით FERODO RACING-ის სამუხრუჭე ხუნდები ზრუნავენ სამუხრუჭე დისკებზე. FERODO –ს ხუნდების კონსტრუქცია შექმნილია ისე, რომ გაახანგრძლიოს ხუნდებისა და დისკების მუშაობა. ჩვენ არ ვისწრაფვით გავზარდოთ ხუნდების ექსპლუატაციის დრო დისკების ხარჯზე.
 

 

შესანიშნავი კონტროლი დამუხრუჭებისას
 

 

FERODO RACING-ის ყველა სამუხრუჭე ხუნდის კონსტრუქცია ისეთია, რომ უზრუნვეელყოს შედარებით მუდმივი ხახუნის კოეფიციენტი ავტომობილის ტემპერატურის, წნევისა და სიჩქარის ფართო დიაპაზონში.
შედეგი? პედლის მუდმივი მყისიერი პასუხი მძღოლის მოქმედებებზე. დამუხრუჭების ძალა პირდაპირ კავშირშია პედალის დაწოლის ძალასთან.

 

 

მოკლედ უპირატესობებზე:

 

 

ლიდერი: ტესტირების შედეგებით ლიდერი.
ტემპერატურის კონტროლი: ეფექტურობა რბოლის ყველაზე რთულ პირობებშიც კი.
სისწრაფე: შედარებით მოკლე სამუხრუჭე მანძილი ზრდის მძღოლის უსაფრთხოებას.
სიმარტივე: მონტაჟისა და მომსახურების სიმარტივე.
ხელსაყრელი: შეიძლება დამონტაჟდეს მძლავრი ევროპული და იაპონური ავტომობილების უმეტესობაზე.