dsmotors.ge

ამ რჩევების გათვალისწინება უზრუნველყოფს ეფექტურ დამუხრუჭებას.  

 


დამუხრუჭების ეფექტურობის შემცირება მძღოლებმა შესაძლებელია შეამჩნიონ სხვადასხვა ნიშნებით: გადახურება, დამუხრუჭების ეფექტურობის შემცირება და სამუხრუჭე ხუნდების საექსპლუატაციო თვისებების დაკარგვა – ესენი გახლავთ მხოლოდ ზოგიერთი გამოვლინება. “ორთქლის საცობი” და “სატერფულების დუნე  სვლა” – ეს არის დამუხრუჭების ეფექტურობის სერიოზული დარღვევა. მათთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ამომწურავი რეკომენდაციები.

 

ორთქლის საცობი

 

“ორთქლის საცობის” ეფექტი არის დამუხრუჭების ეფექტურობის ერთ-ერთი სერიოზული დარღვევა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სამუხრუჭე სითხის მდგომარეობასთან. დამუხრუჭებისას გამოიყოფა სითბოს მნიშვნნელოვანი რაოდენობა და იმისათვის რომ ასეთ მაღალ ტემპერატურაზე სამუხრუჭე სითხე არ ადუღდეს ამ უკანასკნელის დუღილის ტემპერატურა უნდა იყოს საკმაოდ მაღალი (მინ 200 C). თუმცა სამუხრუჭე სითხე ჰიგროსკოპულია – გარემომცველი არედან ის იწოვს სითხეს. ნებისმიერ ჰიდრავლიკურ სამუხრუჭე სისტემაში სამუხრუჭე სითხე დროთა განმავლობაში გარემომცველი არედან იწოვს სითხეს, რაც იწვევს სამუხრუჭე სითხის დუღილის ტემპერატურის დაწევას.
სითხის შეწოვის შედეგად გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ ხანგრძლივი, მკვეთრი დამუხრუჭების პირობებში, განსაკუთრებით ხცელ ამინდში, თერმო ნაკადმა შეიძლება გამოიწვიოს სამუხრუჭე სითხის ადუღება და ორთქლის ფაზის წარმოქმნა. ვინაიდან აირი უფრო ადვილად იკუმშება, მუხრუჭზე  დაჭერისას ჰიდროსისტემაში საჭირო წნევა არ წარმოიქმნება, რაც გამოიწვევს დამუხრუჭების ეფექტურობის სრულ დაკარგვას – ეს მოვლენა ცნობილია როგორც “ორთქლის საცობი”.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან ორთქლის საცობის წარმოქმნა
 

 

1. სწორად აარჩიეთ სამუხრუჭე სითხის ტიპი
 

 

რეკომენდაციები საჭირო ტიპის სითხისათვის აუცილებლად უნდა დაიცვათ. ბუნებრივია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამუხრუჭე სითხის ხარისხი. ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი მახასიათებელი, რომლებიც სასურველია გაითვალისწინოთ.
 

სწორად შერჩეული სამუხრუჭე სითხე უნდა:
 

.იყოს მედეგი შეკუმშვის მიმართ, რათა დამუხრუჭებისას უზრუნველყოს სატერფულების .ინფორმატიულობა;
.ქონდეს დუღილის მაღალი ტემპერატურა;
.ინარჩუნებდეს საექსპლუატაციო ხარისხს სითხის შთანთქმის დროს;
.შეინარჩუნოს სიბლანტე მკაცრად მოცემულ საზღვრებში;
.ქონდეს აუცილებელი საპოხი თვისებები;
.შეაფერხოს კოროზია;
.ქონდეს კონტროლირებადი გამაფართოებელი მოქმედება რეზინის დეტალებზე მათი .შემდგომი მოჯენის თავიდან ასაცილებლად;
.FERODO - ს სამუხრუჭე სითხეების მთელი ასორტიმენტი მოიცავს ყველა ამ მნიშვნელოვანი თვისებას, რომლებიც აღემატება მინიმალურ ნორმატიულ მოთხოვნებს.

 

2. სამუხრუჭე სითხის შემოწმება

 

ავტომობილებისა და სამუხრუჭე სისტემების მრავალი მწარმოებლის მიერ ხდება სამუხრუჭე სისტემის მომსახურების მინიმალური რეკომანდაციების მოწოდება, თუმცა სამუხრუჭე სითხის შეცვლის აუცილებლობა არ უნდა განისაზღვრებოდეს გარბენით ან ავტომობილის ასაკით. ზუსტი ინფორმაციის მიღების ერთადერთ გზას წარმოადგენს სამუხრუჭე სითხის შემოწმება მისი დუღილის ტემპერატურამდე გახურებით. აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი:
 

                                  

                 სამუხრუჭე სითხის ელექტროგამტარობის ტესტერები

 

ელექრტოგამტარობის ტესტერები ან “კალამი” ტესტერები არ ადუღებენ სამუხრუჭე სითხეს.ისინი აფასებენ წყლის შემადგენლობას ელექტრონული საშუალებებით. თეორიულად სითხის მინარევი ამაღლებს ელექტროგამტარიანობას (და/ან ელექტრო ტევადობა), მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ ტესტერებმა შეიძლება აჩვენონ ცრუ შედეგები ახალი სითხის უვარგისიანობაზე და პირიქით, ძველი, დაბინძურებული სამუხრუჭე სითხის ვარგისიანობაზე.
 

 

             FERODO - ს სამუხრუჭე სითხის ტესტერი

 

FERODO -მ თავისი კლიენტებისათვის შეიმუშავა სამუხრუჭე სითხის მაღალხარისხიანი ტესტერი , რათაA ზუსტად მოხდეს სამუხრუჭე სითხის მდგომარეობის დადგენა. იმ შემთხვევებში, როდესაც კლიენტებს ესაჭიროებათ სითხის შემცველობის აბსოლუტურად ზუსტი მონაცემის მიღება, კომპანია FERODO –ს მისი განსაზღვრა შეუძლია ამ სფეროში არსებული მეთოდებით, ისეთით როგორიცაა კარლ ფიშერის სითხის შემცველობის განსაზღვრის კარგად ცნობილი მეთოდი.
 

3. სამუხრუჭე სითხის შეცვლა
 

შეცვალეთ სამუხრუჭე სითხე თუ მისი დუღილის ტემპერატურა 200C–ზე ნაკლებია . ქვემოთ მოცემულია სამუხრუჭე სითხის შეცვლისას სისტემიდან ზედმეტი ჰაერის ამოტუმბვის ინსტრუქცია.
 

ყურადღება! სამუხრუჭე სისტემიდან დაჰაერებისას შეამოწმეთ
მთავარი ცილინდრი ხომ არ აპარებს. ამისათვის მანომერტი მიუერთეთ სამუხრუჭე მილის უახლოეს სუპორტს. 

 

ამის შემდეგ სისტემაში შექმენით წნევა 50 ბარ და დააყოვნეთ ამ წნევაზე 45 წამის მანძილზე. ამ დროის მანძილზე წნევის დანაკარგი არ უნდა აღემატებოდეს 4 ბარ-ს. წნევის უფრო მეტი დანაკარგი მიუთითებს იმაზე, რომ მთავარი ცილინდრი აპარებს. ეს კი საჭიროებს შემდგომ შემოწმებას. ასევე შეიძლება ჩატარდეს მეორე გამოცდა უფრო დაბალ წნევაზე 10 ბარ.
 

სამუხრუჭე სისტემის დაჰაერების პროცესი-ავტომობილებზე წინა და უკანა სამუხრუჭე დისკებით
 

                                                                                           

 

 

სამუხრუჭე სისტემის დაჰაერებისას დაიცავით თანმიმდევრობა: დაიწყეთ იმ სამუხრუჭე სუპორტით, რომელიც ყველაზე მეტად არის დაშორებული მთავარი ცილინდრიდან (ანუ მარცხენა ან მარჯვენა უკანა საბურავით, იმის გათვალისწინებით თუ რომელ მხარეს არის საჭე – მარცხნივ ან მარჯვნივ).

დახურეთ ყველა სადრენაჟო შტუცერი, დაუმაგრეთ სადრენაჟო მილი პირველ სუპორტს და გახსენით შტუცერი.
ნელ-ნელა და თანაბრად დააჭირეთ მუხრუჭის სატერფულს ბოლომდე, სანამ სამუხრუჭე სითხე სადრენაჟო მილში არ გათავისუფლდება ჰაერის ბუშტებისაგან.
სატერფულზე ბოლომდე დაჭერისას გადაუჭირეთ სადრენჟო შტუცერს და მოხსენით სადრენაჟო მილი.
გადაინაცვლეთ საწინააღმდეგო უკანა სუპორტზე და გაიმეორეთ პროცედურა.
უკანა სუპორტების ამოტუმბვის დამთავრების შემდეგ დარწმუნდით, რომ წინა სუპორტები მათი ამოტუმბვის შემდეგ მუშაობენ ნორმალურად და არ შეიცავენ ჰაერის ბუშტებს ( პროცედურა ასევე აუცილებელია დაიწყოთ მთავარი ცილინდრიდან ყველაზე მეტად დაშორებული სუპორტით და დაამთავროთ მთავარ ცილინდრთან ახლოს მყოფით).
ბოლოს, დარწმუნდით რომ მუხრუჭის სატერფული დაჭერისას ქმნის საკმარის წინააღმდეგობას.

 

სამუხრუჭე სისტემის დაჰაერების პროცესი-ავტომობილებიზე ბარაბნიანი მუხრუჭით
 

სამუხრუჭე სისტემის დაჰაერებისას დაიცავით თანმიმდევრობა:დაიწყეთ მთავარი ცილინდრიდან ყველაზე მეტად დაშორებული წერტილიდან(ანუ მარცხენა ან მარჯვენა უკანა საბურავის, იმის გათვალისწინებით თუ რომელ მხარეს არის საჭე – მარცხნივ ან მარჯვნივ).
ჰაერის ამოტუმბვის პროცესის დაწყების წინ ძალზედ მნიშვნელოვანია შეასრულოთ აუცილებელი სამუხრუჭე ხუნდების ხელით რეგულირება ( თუ გათვალისწინებულია), იმისათვის რომ დაყენდეს სწორი ჭრილი სამუხრუჭე ბარაბანთან მწარმოებლის სპეციფიურობის შესაბამისად.
ყველა სადრენაჟო შტუცერის დახურვის შემდეგ, მიუმაგრეთ სადრენაჟო მილი იმ მუშა სამუხრუჭე ცილინდრის სადრენაჟოO შტუცერს, რომელიც ყველაზე მეტად არის დაშორებული მთავარი ცილინდრიდან და გახსენით შტუცერი.

ნელ-ნელა და თანაბრად დააჭირეთ მუხრუჭის სატერფულს ბოლომდე,სანამ სამუხრუჭე სითხე სადრენაჟო მილში არ გათავისუფლდება ჰაერის ბუშტებისაგან.
სატერფულზე ბოლომდე დაჭერისას გადაუჭირეთ სადრენჟო შტუცერს და მოხსენით სადრენაჟო მილი.
გადაინაცვლეთ საწინააღმდეგო უკანა  მუშა სუპორტზე და გაიმეორეთ პროცედურა.
უკანა სუპორტების ამოტუმბვის დამთავრების შემდეგ დარწმუნდით, რომ წინა სუპორტები მათი ამოტუმბვის შემდეგ მუშაობენ ნორმალურად და არ შეიცავენ ჰაერის ბუშტებს ( პროცედურა ასევე აუცილებელია დაიწყოთ მთავარი ცილინდრიდან ყველაზე მეტად დაშორებული სუპორტით და დაამთავროთ მთავარ ცილინდრთან ახლოს მყოფით).
ბოლოს, დარწმუნდით რომ მუხრუჭის სატერფული დაჭერისას ქმნის საკმარის წინააღმდეგობას.

 

სატერფულების დუნე სვლა

ეს მოვლენა თავს იჩენს: სატერფულების შენელებული მყისიერი პასუხისას, როდესაც ისინი რეაგირებენ უფრო რბილად, ვიდრე საჭიროა და მაშინ როდესაც ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად სატერფულზე საჭიროა უფრო მეტად დაჭერა.
 

რა იწვევს სატერფულების დუნე სვლას და როგორ გამოვასწოროთ?


როგორ არ დავუშვათ სამუხრუჭე მილების დეფექტების წარმოქმნა?
 

1.დაძველება:
რეგულარულად შეამოწმეთ ხომ არ არის გახეხილი, გაჭრილი, მილების საერთო მდგომარეობა გაუარესებული და ხომ არ გასდის მათ.

2.დამონტაჟება:
შეამოწმეთ ამოტუმბვის პროცესის სისწორე, დარწმუნდით რომ მილები არ არის მოღუნული ან გადახლართული, არ ხდება შეხება მილებსა და საკიდრის ელემენტებს შორის.
3.ხარისხი:
ამოარჩიეთ მექანიკური ზემოქმედების მიმართ მაღალი მდგრადობის მქონე მილები, რომელთაც ექნებათ კარგი დრეკადობა, მაღალი ჰიდროიზოლაცია და წნევის ზემოქმედების ქვეშ გაფართოების მცირე უნარი. Fეროდო გთავაზობთ მაღალი ხარისხის მილების მთელ რიგ ჩამონათვალს, რომელიც მუდმივად იზრდება ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.