dsmotors.ge

ტექნიკური რჩევები ვიბრაციის აღმოფხვრის დამუხრუჭებისას

 

 

ვიბრაცია დამუხრუჭების დროს – ეს არის ვიბრაცია, რომელიც შეიგრძნება საჭესა და საკიდარზე გარკვეულ სიჩქარეზე მუხრუჭზე გარკვეული ძალით დაჭერისას.

 

 

 

მიზეზები და აღმოფხვრის გზები

 

​      მიზეზი 1: დისკის და/ან მორგვის  ცვეთა

ვიბრაცია დამუხრუჭებისას შეიძლება წარმოიქმნას სამუხრუჭე დისკის არასწორად დაყენების შედეგად მორგვის ან სუპორტის მიმართ ცენტრის დარღვევის გამო. ქვემოთ ჩამოთვლილია უწესივრობის ნიშნები და მათი აღმოფხვრის მეთოდები, რომელთაც შეუძლიათ განსაზღვრონ მისი წარმოქმნის მიზეზი:

 

შეამოწმეთ ჟანგის ან ჭუჭყის არსებობა საბურავის მორგვის ზედაპირზე
 

რატომ? ჭუჭყი და ჟანგი ხელს უშლიან  სამუხრუჭე დისკის ან მორგვის მჭიდრო ჩასმას.

გამოსავალი: მოხსენით დისკი და ორივე ზედაპირი გაასუფთავეთ ჭუჭყისა და ჟანგისაგან.
 

შეამოწმეთ, ხომ არ არის მორგვთან შეხების ზედაპირი დეფორმირებული გადამეტებული მოჭერის ძალისაგან.
 

რატომ? დასამონტაჟებელი ხრახნების გადამეტებული მოჭერა იწვევს ვიბრაციის წარმოქმნას მუხრუჭზე დაჭერისას.
გამოსავალი: შეცვალეთ სამუხრუჭე დისკები, ძალიან ნუ დააბინძურებთ ხრახნებს.
 

შეამოწმეთ, მორგვის დეფორმაცია
 

რატომ? იშვიათ შემთხვევაში მორგვი შესაძლებელია დეფორმირდეს. დეფორმირებულ მორგვზე დისკის დაყენება დამუხრუჭებისას იწვევს ვიბრაციას. ვიბრაცია ასევე წარმოიქმნება თუ დისკის დამონტაჟების წინ მორგვის ზედაპირს არ გავასუფთავებთ ჟანგისაგან.
გამოსავალი: დისკის დაყენების შემდეგ ყოველთვის შეამოწმეთ დისკის ცემი სპეციალური ინდიკატორით. თუ დისკის დარტყმა აღემატება დასაშვებ ნორმას, შეეცადეთ შეცვალოთ დისკის მდებარეობა ისე, რომ მისი დარტყმა იყოს ნორმის ფარგლებში. თუ დისკის დარტყმები იქნება დასაშვებზე მეტი, მაშინ აუცილებელია მორგვს ჩაუტარდეს ტექნიკური მომსახურება.
 

შეამოწმეთ, სწორად არის თუ არა დაყენებული საბურავის დისკები.
 

რატომ? უკანასკნელ წლებში სამუხრუჭე დისკების ცემას ყველაზე გავრცელებულ მიზეზად იქცა “უნივერსალური” საბურავების დისკების არასწორი მონტაჟი. ვინაიდან ერთი საბურავის დისკი ყენდება სხვადასხვა ტიპისა და ზომის მორგვზე, ამიტომ მექანიკოსები საბურავის თვლის მილისებზე აყენებენ სპეციალურ გადამყვანებს. თუ გადამყვანი დაკარგული ან დაზიანებულია, მაშინ შეუძლებელია საბურავის სწორად დაცენტრება.
გამოსავალი: ცემის ინდიკატორის თავი მიიტანეთ სამუხრუჭე დისკის უკანა მუშა ზედაპირთან და საბურავის დაყენებისას გაზომეთ ცემი. ინდიკატორი აჩვენებს ვიბრაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თვალი დაყენებულია და ხრახნები მოჭერილია. შეიძლება საჭირო გახდეს საბურავის თვლის შეცვლა. 
 

მიზეზი 2: ძლიერი გადახურება და დისკის დეფორმაცია
 

ტემპერატურის ძლიერმა მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს სამუხრუჭე დისკის მეტალის დეფორმაცია სხვადასხვა ადგილებში. ამ წერტილებში ხდება სამუხრუჭე ხუნდებისა და დისკის ერთმანეთთან შეხება, შედეგად წარმოიქმნება ვიბრაცია. ქვემოთ ჩამოთვლილია გაუმართაობის ნიშნები და მათი აღმოფხვრის გზები:
 

შეამოწმეთ ექსპლუატაციის რეჟიმის დარღვევის ნიშნები
 

რატომ? ექსპლუატაციის რეჟიმის დარღვევა – გადახურების ყველაზე გავრცელებული მიზეზი. დისკების კონსტრუქცია მუხრუჭის სატერფულზე დაჭერებს შორის მათ სწრაფად გაგრილების საშუალებას აძლევს. ამასთანავე, თუ მუხრუჭის აქტივაცია ხდება ინტენსიურად და დიდი სიხშირით - მაგ.,მთიან გზაზე მოძრაობისას, სითბოს გაცემისათვის(გაგრილებისათვის) დრო არ არის საკმარისი.
გამოსავალი: დისკის ზედაპირზე ლურჯი წერტილები გადახურებაზე მიუთითებს. დისკები ლურჯი წერტილებით და/ან უფრო მუქი ადგილებით აღდგენას არ ექვემდებარება. ისინი ყოველთვის უნდა შეცვალოთ სამუხრუჭე ხუნდებთან ერთად.
 

შეამოწმეთ სამუხრუჭე ხუნდების ხარისხი
 

რატომ? არასათანადო ხარისხის სამუხრუჭე ხუნდები სწრაფად ხურდება, განსაკუთრებით ინტენსიური დამუხრუჭებისას. ხუნდებიდან ზედმეტი სითბოს ნაკადის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს დისკების გადახურება, რასაც შედეგად მოყვება მათი დეფორმაცია.
გამოსავალი: შეამოწმეთ, ხომ არ არის დისკის ზედაპირზე ლურჯი წერტილები. არ არსებობის შემთხვევაში მძღოლს აუხსენით არასათანადო ხარისხის სამუხრუჭე ხუნდების გამოყენების რისკი. ყოველთვის შეცვალეთ სამუხრუჭე ხუნდები და დისკები, თუ მათზე არის ლურჯი წერტილები.
 

მიზეზი 3: დისკის სისქის ცვლილება (არამუდმივობა)(DთV)
 

დისკის სისქე შეიძლება იცვლებოდეს. ეფექტური დამუხრუჭებისათვის დისკის სისქე მთელ სამუშაო ზედაპირზე უნდა იყოს თანაბარი, ცვლილებების გარეშე. თუ სამუშაო ზედაპირი უსწორმასწოროა, მაშინ სამუხრუჭე ხუნდი დისკთან კარგავს კონტაქტს, შემდეგ ისევ აწვება მას დისკის ბრუნვის შესაბამისად. ამ შემთხვევაში წარმოიქმნება ვიბრაცია. ქვემოთ ჩამოთვლილია გაუმართაობის ნიშნები და მათი აღმოფხვრის გზები:

 

შეამოწმეთ სუპორტი ხომ არ არის გაჭედილი
 

რატომ? დამუხრუჭების მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ჩატარდეს მორგების პროცედურა. თავდაპირველად მუხრუჭის სატერფულზე დაჭერა უნდა ხდებოდეს ფრთხილად, მცირე ძალით. ამ შეემთხვევაში ხუნდების ფრიქციული მასალის ნაწილი თანაბრად ნაწილდება დისკზე. ზედაპირების ასეთი შეხებისას მატულობს უსაფრთხოება და ვიბრაციის წარმოქმნა გამორიცხულია.
გამოსავალი: გაფრთხილება ადვილია აღმოფხვრაზე. ყოველთვის, ახალი სამუხრუჭე დისკების დაყენებისას აუხსენით მძღოლს, რომ ერიდონ პირველ 200–400კმ-ზე მკვეთრ დამუხრუჭებას. თუ ცუდი კონტაქტის შედეგად წაროიქმნა მსუბუქი ვიბრაცია, განმეორებითი შეხება უკვე საკმარისი იქნება. თუ ვერ ხდება ზედაპირების გათანაბრება, მაშინ ერთადერთი გამოსავალია სამუხრუჭე ხუნდებისა და დისკების შეცვლა. თქვენთვის  FERODO-მ გამოუშვა საინფორმაციო ბროშურა – რჩევები მძღოლებს. მათში თავმოყრილია რჩევები და რეკომენდაციები სამუხრუჭე სისტემის ოპტიმიზაციისათვის. უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ FERODO-ს წარმომადგენლისაგან.
 

შეამოწმეთ დისკის ზედაპირი ჭუჭყის ან ჟანგის არსებობაზე.
 

რატომ? დამუხრუჭებისას ფრიქციული მასალის ზოგიერთი ნაწილის გადატანა ხდება ხუნდიდან დისკზე. თუ სამუხრუჭე ხუნდები დაბალი ხარისხისაა, ფრიქციული მასალა შეიძლება დისკზე განაწილდეს არათანაბრად, რაც ცვლის დისკის პარალელურობასა და სისქეს.
გამოსავალი: თუ ვიბრაცია მინიმალურია, ნადების ჯაგრისით ან ზუმფარის ქაღალდით მოცილება შეიძლება საკმარისი იყოს. განახორციელეთ საცდელი მგზავრობა. თუ ზედაპირების გათანაბრება ვერ ხდება, ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს სამუხრუჭე ხუნდებისა და დისკების შეცვლა.
 

შეამოწმეთ დისკებზე ხუნდების ნაჭდევები
 

რატომ? თუ მუხრუჭის სატერფულზე დაჭერილია და მუხრუჭები გადახურებულია, მაშინ სამუხრუჭე ხუნდების მასალა შეიძლება დაიბეჭდოს ან მიედუღოს დისკებს. ვიბრაციის მიზეზი გამოჩნდება დისკის ზედაპირზე სამუხრუჭე ხუნდის ნაჭდევის სახით.
გამოსავალი: როგორც წესი საკმარისია ხუნდის ნაჭდევის ჯაგრისით ან ზუმფარიანი ქაღალდით მოცილება.