dsmotors.ge

 

ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით ყველაფერი თქვენს კონტროლის ქვეშ იქნება.

 

 

ხმაური დამუხრუჭებისას წარმოადგენს ავტოსერვისში მიმართვის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს. ამ პრობლემას შეიძლება ქონდეს კომპლექსური ხასიათი და იყოს რთულად აღმოსაფხვრელი.

 

 

რას წარმოადგენს ხმაური დამუხრუჭებისას?

 

 

ჩვეულებრივ, დამუხრუჭებისას ხმაურის მიზეზი არის ავტომობილის საბურავის მორგვის რომელიმე ნაწილის ვიბრაცია უშუალოდ საბურავსა და შასის შეერთებას შორის. ხშირად ხმაურს მიაწერენ სამუხრუჭე ხუნდს, თუმცა ის შეიძლება მოდიოდეს ნებისმიერი ნაწილიდან, დაწყებული მორგვის საკისრიდან და დამთავრებული სფეროსებრი სახსრით. მცირედი ვიბრაცია ნორმალურია სამუხრუჭე სიისტემისათვის, მაგრამ ის არ უნდა იყოს იმდენად ინტენსიური, რომ ისმოდეს.

 

 

მძღოლის მიერ შემჩნეული ხმაური

 

 

 

დაბალი სიხშირის ვიბრაციები – ყრუ ხმაური

 

   აღწერა:
 ძლიერი ხმაური 300 ჰერც. ნაკლები სიხშირით
 მიზეზები:
 არასწორი ნაპრალი (შეუსაბამო მონტაჟი მორგვზე ან       არათანაბარი სისქის დისკი) ან დისკის დაზიანება.
გამოსავალი:
შეცვალეთ დისკი, სამუხრუჭე სისტემის ზედაპირი გაასუფთავეთ და გაპოხეთ ავტომწარმოებლისმიერ მოწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად

 

საშუალო სიხშირის ვიბრაციები – ჭრიალებს

 

 აღწერა:
 ხმაური 300-დან 5000 ჰერც. დიაპაზონში
 მიზეზები:
 სუპორტის დგუშის გადანაცვლება გაჭედვით, 
 დისკის სამუშაო ზედაპირის არასიბრტყივობა,
 ხუნდების არასწორი მონტაჟი,
ხმაურის საწინააღმდეგო დეტალების არათანაბარი განაწილება (მაგ,ხმაურსაწინააღმდეგო ზესადები), 
დისკის არასაკმარისი სისქე.

გამოსავალი:
გაასუფთავეთ და გაპოხეთ სუპორტის ნაწილები,
შეამოწმეთ დისკის ცემა (მორგვზე დაყენების შემდეგ) და დარწმუნდით, რომ ცემის მნიშვნელი არ აღემატება 0,1 მმ. გაასუფთავეთ მორგვის ზედაპირი, დაამუშავეთ დისკის ზედაპირი, შეცალეთ დისკი და დარწმუნდით რომ, სამუხრუჭე ხუნდები, ხმაურსაწინააღმდეგო საფენები და სამონტაჟო ნაწილები დაყენებულია სწორად.
გადახედეთ ხმაურის შემცირების შესაძლებლობას ხმაურის შემამცირებელი ზედსადებების  ან შედარებით ძლიერი ხმაურის ჩამხშობი სამუხრუჭე ხუნდების ხარჯზე.

 

მაღალი სიხშირის ვიბრაციები – ღმუილი

 

 აღწერა:
 ხმაური 5 კჰც –ზე ზემოთ.
 მიზეზები:
 ღმუილის ყველაზე მეტად გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს    ფრიქციულ მასალაში მოლეკულური რხევები მისი სამუხრუჭე  დისკთან შეხებისას.
                                             გამოსავალი:
შეცვალეთ სამუხრუჭე ხუნდების კომპლექტი. ასევე შეამოწმეთ სამონტაჟო ნაწილების სისწორე (მაგ.სუპორტის ფიქსატორები) და სწორად არის თუ არა ისინი დაყენებული.

 

ზემაღალსიხშირის დიაპაზონის ვიბრაციაები-ულტრაბგერა


აღწერა
ხმაური 12კჰც-ზე მეტი სიხშირის, ადამიანის მიერ ბგერის აღქმის ზედა ზღვარს ზემოთ.

 

 

ფრიქციული ზედაპირების გარეგნული მდგომარეობა მიუნიშნებს მრავალზე.

 


ფრიქციული ზედაპირების გარეგნული მდგომარეობა შეიძლება წარმოადგენდეს ხმაურის გამომწვევი მიზეზების კარგ მანიშნებელს. დაადამკრატეთ ავტომობილი, მოხსენით ხუნდები და შეამოწმეთ ფრიქციული ზედაპირები, იმისათვის რომ გამოავლინოთ პოტენციური გაუმართაობები. ქვემოთ მოყვანილია 5 ნიშანი, რომელიც ხმაურს უკავშირდება.

 

 

ნიშნები და მათი მოცილების გზები

 

 

ხუნდების კონუსურობა

 გარეგნული იერსახე 
 არათანაბრად გაცვეთილი ან შეკუმშული ხუნდები
 მიზეზები
 გამრუდებული სუპორტი, სუპორტის მიმმართველების გაჭედვა,    სუპორტის ძალიან დიდი ნაპრალი.
 შედეგი
ხუნდების ვადაზე ადრე ცვეთა, არათანაბარი წნევა სამუხრუჭე სისტემაში, ხმაური.
თავიდან აცილება
შეცვალეთ ხუნდების კომპლექტი და სუპორტს ჩაუტარეთ ტექნიკური მომსახურება.

 

 

არათანაბარი ცვეთა

 გარეგნული იერსახე 
 ხუნდების ზედაპირის არათანაბარი ცვეთა.
 მიზეზები
 სამუხრუჭე დისკის არათანაბარი ცვეთა (დისკზე შეიმჩნევა  ცვეთის ზოლი)
 შედეგი
ჭრიალებს და ყრუ ხმაური აქვს, ხუნდები ცვდება ვადაზე ადრე.
თავიდან აცილება
შეცვალეთ სამუხრუჭე ხუნდები და დისკები

 

 

არათანაბარი ცვეთა მხოლოდ ერთ ცალზე

 გარეგნული იერსახე 
 ერთი ან მეტი ხუნდის გადამეტებული ცვეთა მხოლოდ ერთი  ცალის კომპლექტში.
 მიზეზები
 მიმმართველი გამირის წკირის ან დგუშის ჩაჭედვა.
 შედეგი
დამუხრუჭებისას ავტომობილს მიაქანებს ცალ მხარეს, ხუნდების არათანაბარი და სწრაფი ცვეთა, ჭრიალებს და ყრუდ ხმაურობს.
თავიდან აცილება
ტექნიკური მომსახურება ჩაუტარეთ ყველა მიმმართველ სუპორტსა და დგუშს, შეცვალეთ ხუნდები, შეამოწმეთ დისკები.

 

 

სამუხრუჭე ხუნდების საყრდენი ფირფიტის დაზიანება

გარეგნული იერსახე 
სამუხრუჭე ხუნდების საყრდენი ფირფიტის დაზიანება

მიზეზები
არასწორი აწყობა, გადამეტებული ძალა მონტაჟისას.
შედეგი
არაეფექტური დამუხრუჭება, არათანაბარი ცვეთა, ხმაური და ყრუ ხმაური.
თავიდან აცილება
შეცვალეთ სამუხრუჭე ხუნდების მთელი სისტემა.

 

 

დგუშის დაზიანება

გარეგნული იერსახე 
დგუშის მიერ დაზიანებული ხმაუსაწინააღმდეგო დეტალები (რეზინის ზედაპირები/ ხმაუსაწინააღმდეგო ზესადები).

მიზეზები
დგუში არ შეიწოვება ბოლომდე, მუხრუჭების ინტენსიური გამოყენება.
შედეგი
გადახურება, ხმაური.
თავიდან აცილება
შეცვალეთ სამუხრუჭე ხუნდების მთელი კომპლექტი, სუპორტს ჩაუტარეთ ტექნიკური მომსახურება.

 

როგორ არ დაუშვათ ხმაურის წარმოქმნა

 

ყველაზე მარტივი საშუალება, იმისათვის რომ არ დაუშვათ მსგავსი ტიპის პრობლემები არის თავიდანვე უზრუნველყოთ სამუხრუჭე ხუნდების და სუპორტის სწორად აწყობა

 

რჩევები სწორად აწყობისათვის:

 

მოხსენით და გაასუფთავეთ სუპორტის ყველა წკირი და მიმმართველი.
გაასუფთავეთ სუპორტის საყრდენი მოქცევა  და ხუნდები

ზუმფარის ქაღალდით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ

აუცილებელია ჟანგისა და ჭუჭყის მოცილება

 

.

შენიშვნა: სუპორტის გადანაცვლების დროს ჩაჭედვამ შეიძლება გამოიწვიოს ხუნდების კონუსისებრი ცვეთა ან ხუნდების არათანაბარი ცვეთა მხოლოდ ერთ ცალზე, შედეგად ჭრიალი და ვიბრაციები.
იმისათვის რომ უზრუვნელყოთ თავისუფალი გადაადგილება და

 

თავიდან ავიცილოთ სუპორტის კორპუსში წკირების ჩაჭედვა, წაუსვით მათ სპეციალური საპოხი ნივთიერება. ასევე, პერიოდულად ამოწმეთ სრიალა  წკირების რეზინის ხუფების მდგომარეობა, იმისათვის რომ არ დაუშვათ წყლის მოხვედრა.

 

 

შენიშვნა: თუ წკირები არ არის გაპოხილი, ისინი შეიძლება ჩაიჭედოს რაც გამოიწვევს კონუსისებრ ცვეთასა და ხმაურის წარმოქმნას.

შეამოწმეთ დგუშის თავისუფალი სვლა და შეისრუტეთ ბოლომდე – ეს აუცილებელია, იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ საფენებისა და რეზინის ზედაპირების დაზიანება.
დარწმუნდით იმაში, რომ სამუხრუჭე ხუნდები ადვილად ყენდება სუპორტის კრონშტენში.

აუცილებლობის შემთვევაში სამუხრუჭე ხუნდებს ნაპირიდან

მოაცილეთ ხიწვები.
შენიშვნა: თუ ხუნდი ვერ გადაადგილდება თავისუფლად კრონშტეინის შიგნით, მაშინ ეს გამოიწვევს დისკებთან არამყარ

შეხებას, ჭრიალს, ასევე ხუნდების კონუსისებრ ცვეთას ან ხუნდების არათანაბარ ცვეთას ერთ ცალზე.
ცალკეულ შემთხვევაში (მაგ.ძველ ჟანგიან სუპორტზე) რეკომენდებულია საყრდენი ფირფიტის რკინის ზედაპირისა და მიმმართველების შეხების წერტილები მცირედ გაპოხოთ

სპილენძის საპოხით ავტომობილის მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად.
 

 

შენიშვნა: არ დაუშვათ საპოხი ნივთიერების მოხვედრა ფრიქციულ მასალაზე.

თუ მიზანშეწონილია დააყენეთ ცვეთის ინდიკატორები სამხრუჭე ხუნდებში ან მათზე.
მოუჭირეთ სუპორტის სამაგრ ბოლტებს.
შეცვალეთ ბოლტები ახლით.
დაიცავით ჰაერის ამოტუმბვის არსებული მომენტი და მიყევით ამოტუმბვის თანმიმდევრობის რეკომენდაციებს.
სუპორტის აწყობის შემდეგ დააჭირეთ მუხრუჭის სატრფულს ბოლომდე სანამ ის მთლიანი სვლის 1/3-ს არ მიაღწევს.

დარწმუნდით რომ მუხრუჭი მუშაობს სწორად,ხუნდების შესრუტვის ჩათვლით.

 

საბურავი დააყენეთ თავის ადგილზე. თუ საბურავი ბრუნავს თავისუფლად, ავტომობილი ექსპლუატაციისათვის მზადაა.
შენიშვნა: ექსპლუატაციის დაწყებამდე ჩაუტარეთ ავტომობილს საცდელი სვლა, რათა დარწმუნდეთ სამუხრუჭე სისტემის გამართულ მუშაობაში. მფლობელს მიაწოდეთ ინფორმაცია სწორად მოხმარების პროცედურის შესახებ, იმისათვის რომ უზრუნველყოთ მუხრუჭების არსებული ეფექტურობა. ჩვენ შევიმუშავეთ სასარგებლო ბროშურა “რჩევები მძღოლებს”, რომლებიც გამოიყენება ამ დანიშნულებით. მოითხოვეთ ის თქვენს ადგილობრივ წარმომადგენელთან.