dsmotors.ge

                                            თქვენ დარწმუნებული ხართ ხარისხში

 

 

FERODO-ს საპროექტო სამუშაოებსა და წარმოებას თან სდევს კვლევითი, კონსტრუქტორული სამუშაოები და ფართო სპექტრის ტესტირებები. რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს ხარისხის კონტროლს. ყველა სამუშაო სრულდება კომპანიის თანამშრომლების მიერ. ეს ნიშნავს რომ FERODO არის ბრენდი, რომელსაც მეორად ბაზარზე მუდმივად შეუძლია ენდოს როგორც ორიგინალი აღჭურვილობის მწარმოებელი, ასევე მყიდველი.
 

წარმოების ხარისხი

 

სამუხრუჭე სისტემების ყველა კომპონენტი 100%-ით იწარმოება კომპანიის თანამშრომლების მიერ. ჩვენი ქარხნები აწარმოებენ და აწოდებენ პროდუქციას კონვეიერულ მაკომპლექტებლებს და მეორად ბაზარს. ყველა მყიდველი იღებს თანაბრად მაღალ ხარისხს. FERODO-ს ქარხნებმა გაიარეს სერტიფიცირება ხარისხის ყველა მკაცრი სტანდარტის შესაბამისად ორიგინალი მაკომპლექტებლების წარმოებისათვის (ISO,QS და სხვა).
 

                                                                                                     

 

 

ხარისხის შემოწმება ლბორატორიულ კვლევებსა და სარბოლო ტრასებზე.

 

ჩვენს მიერ წარმოებული ყველა სამუხრუჭე ხუნდი შეესაბამება R90-ის წესებს და გადის ზედმიწევნით ლაბორატორიულ კვლევას და ტესტირებებს დამუხრუჭების ეფექტურობისა და მართვის უსაფრთხოებისათვის  საჭირო მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ ვამოწმებთ, რომ დეტალები ყველა პარამეტრით შეესაბამებოდეს ორიგინალი მაკომპლექტებლების ხარისხის სტანდარტებს.

ფაქტი: კონკურენტ პროდუქციასთან ტესტირებები ამყარებს ჩვენს რეპუტაციას.

 

ჩვენ რეგულარულად ვახდენთ ჩვენი სამუხრუჭე ხუნდებისა და დისკების ტესტირებას კონკურენტებთან და ვამოწმებთ პროდუქციის სხვადასხვა პარამეტრებს .ისევ და ისევ შედეგები ამტკიცებენ , რომ ჩვენ ვიმსახურებთ რბოლის და საერთო სარგებლობის გზებისათვის საუკეთესო დეტალების მწარმოებლის რეპუტაციას. ტესტირების პარამეტრები_ სამუხრუჭე მანძილი, ხმაური, მუხრუჭის სატერფულის ინფორმატიულობა, ცვეთის მიმართ მდგრადობა(ხუნდებისა და დისკების ცვეთა) და დამუხრუჭების ეფექტურობა ნესტიან პირობებში. იხილეთ შედეგები.
არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ხართ მძღოლი, ხელოსანი, გამყიდველი თუ დისტრიბუტორი,
FERODO გარწმუნებთ: “ყველაფერი თქვენს ხელშია”.